https://sputnik-georgia.com/20250822/ris-mirwevas-cdilobs-sinamdvilesi-makkeinis-instituti-kalazis-mosazreba-294640768.html
რის მიღწევას ცდილობს სინამდვილეში მაკკეინის ინსტიტუტი საქართველოში: კალაძის მოსაზრება
რის მიღწევას ცდილობს სინამდვილეში მაკკეინის ინსტიტუტი საქართველოში: კალაძის მოსაზრება
Sputnik საქართველო
საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები ქვეყნისა და ხელისუფლების იმიჯის შელახვას ისახავს მიზნად, აცხადებს მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა... 22.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-22T17:46+0400
2025-08-22T17:46+0400
2025-08-22T17:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დიდი ბრიტანეთი
კახა კალაძე
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593931_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_88a3fd94b4345081341c1862732857a1.jpg
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. მაკკეინის ინსტიტუტის ყველა განცხადებას კონკრეტული მიზანი აქვს - ქვეყნისა და საქართველოს ხელისუფლების იმიჯის შელახვა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.მაკკეინის ინსტიტუტმა ნიუ-იორკში დაფუძნებული კარნეგის კორპორაციისგან 500.000 აშშ დოლარის გრანტი მიიღო თავისი საქმიანობის გასაძლიერებლად, რომელიც პოლიტპატიმრებისა და მძევლების დაცვას გულისხმობს. საგრანტო პროექტი ასევე მოიცავს ოპოზიციური გამოცემების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გახმაურებულ საქმეს, რომელსაც ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა.მისი თქმით, მსგავსი განცხადებების მიზანია ქვეყნის იმიჯის, საქართველოს ხელისუფლების დაზიანება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება. მისი თქმით, ოპონენტები ცდებიან, როდესაც სათანადოდ არ აფასებენ ქართულ საზოგადოებას, რადგან ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რა ხდება რეალურად, ძალიან კარგად აფასებს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც უცხოეთიდან დემოკრატიის დაცვის საფარქვეშ განცხადებებს აკეთებს. მან აღნიშნა, რომ მათი ნამდვილი მიზანი - ძალაუფლების ხელში ჩაგდება, საქართველოს ომში ჩათრევა და დესტაბილიზაციის კიდევ უფრო გაძლიერებაა.ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობისას ნიკა გვარამია „მაკკეინის ინსტიტუტის“ დავალებით შეიწყალა, როგორც ამაზე „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაშია საუბარი, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს გამორიცხული არ არის.ინსტიტუტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველი ჟურნალისტისა და მედიის მფლობელის, ამჟამად ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაში. ინფორმაციაში ფიგურირებს ცრუ მტკიცება, თითქოს ნიკა გვარამია რეპორტაჟების გამო დააკავეს.არ არის გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილს მიაღებინეს, უბრძანეს და დაავალეს ეს გადაწყვეტილება, რომ გვარამია გათავისუფლებულიყო, აღნიშნა კალაძემ.ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაკკეინის ინსტიტუტს „დიფ სტეიტის“ პირდაპირი გამოვლინება უწოდა. საქართველოს მმართველი პარტია „დიფ სტეიტს“ „გლობალურ ომის პარტიასაც“ უწოდებს.ამაში ხელისუფლება გულისხმობს საზღვარგარეთ მყოფ ძალებს, რომლებსაც გავლენა აქვთ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე აშშ-სა და ევროკავშირში. დასავლეთში ასეთ მტკიცებულებებს შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593931_131:0:1270:854_1920x0_80_0_0_d3849f79ed2bfe1b41348c2e5f9cfe32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , დიდი ბრიტანეთი , კახა კალაძე , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , დიდი ბრიტანეთი , კახა კალაძე , ქართული ოცნება
რის მიღწევას ცდილობს სინამდვილეში მაკკეინის ინსტიტუტი საქართველოში: კალაძის მოსაზრება
საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები ქვეყნისა და ხელისუფლების იმიჯის შელახვას ისახავს მიზნად, აცხადებს მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. მაკკეინის ინსტიტუტის ყველა განცხადებას კონკრეტული მიზანი აქვს - ქვეყნისა და საქართველოს ხელისუფლების იმიჯის შელახვა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მაკკეინის ინსტიტუტმა ნიუ-იორკში დაფუძნებული კარნეგის კორპორაციისგან 500.000 აშშ დოლარის გრანტი მიიღო თავისი საქმიანობის გასაძლიერებლად, რომელიც პოლიტპატიმრებისა და მძევლების დაცვას გულისხმობს. საგრანტო პროექტი ასევე მოიცავს ოპოზიციური გამოცემების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გახმაურებულ საქმეს, რომელსაც ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
„არსებობს კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული მტკიცებულებები, როდესაც ადამიანები ჩადიან დანაშაულს. ამ ფონზე მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ ვიღაცები გადაარწმუნონ, აზრი შეუცვალონ, მაგრამ რას უშვრებიან დაკავებულთა კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებს?“ - აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებების მიზანია ქვეყნის იმიჯის, საქართველოს ხელისუფლების დაზიანება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება. მისი თქმით, ოპონენტები ცდებიან, როდესაც სათანადოდ არ აფასებენ ქართულ საზოგადოებას, რადგან ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რა ხდება რეალურად, ძალიან კარგად აფასებს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც უცხოეთიდან დემოკრატიის დაცვის საფარქვეშ განცხადებებს აკეთებს. მან აღნიშნა, რომ მათი ნამდვილი მიზანი - ძალაუფლების ხელში ჩაგდება, საქართველოს ომში ჩათრევა და დესტაბილიზაციის კიდევ უფრო გაძლიერებაა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობისას ნიკა გვარამია „მაკკეინის ინსტიტუტის“ დავალებით შეიწყალა, როგორც ამაზე „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაშია საუბარი, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს გამორიცხული არ არის.
ინსტიტუტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველი ჟურნალისტისა და მედიის მფლობელის, ამჟამად ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაში. ინფორმაციაში ფიგურირებს ცრუ მტკიცება, თითქოს ნიკა გვარამია რეპორტაჟების გამო დააკავეს.
„სალომე ზურაბიშვილი არის ისეთივე აგენტი, როგორც სხვა რადიკალები - გვარამია და სხვები, არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, შეიძლება სახელი და გვარით, ერთი ქალი იყოს და მეორე კაცი, შეიძლება ამით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ჩვეულებრივი აგენტურა არის. ჰყავთ თავიანთი პატრონები და რასაც დაავალებენ და ეტყვიან, იმას აკეთებენ“, - განაცხადა კალაძემ.
არ არის გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილს მიაღებინეს, უბრძანეს და დაავალეს ეს გადაწყვეტილება, რომ გვარამია გათავისუფლებულიყო, აღნიშნა კალაძემ.
ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაკკეინის ინსტიტუტს „დიფ სტეიტის“ პირდაპირი გამოვლინება უწოდა. საქართველოს მმართველი პარტია „დიფ სტეიტს“ „გლობალურ ომის პარტიასაც“ უწოდებს.
ამაში ხელისუფლება გულისხმობს საზღვარგარეთ მყოფ ძალებს, რომლებსაც გავლენა აქვთ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე აშშ-სა და ევროკავშირში. დასავლეთში ასეთ მტკიცებულებებს შეთქმულების თეორიას უწოდებენ.