https://sputnik-georgia.com/20250822/qveynis-pirvelma-pirebma-mamuka-carkvianis-gardacvalebis-gamo-mwuxareba-gamotqves-294637898.html
ქვეყნის პირველმა პირებმა მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს
ქვეყნის პირველმა პირებმა მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს
Sputnik საქართველო
მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. 22.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-22T15:12+0400
2025-08-22T15:12+0400
2025-08-22T15:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24400/41/244004142_0:190:2966:1858_1920x0_80_0_0_a77651c37d83d2dce81fe4ef42a3237d.jpg
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე მუსიკოს მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ. ქართველი მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი, ღირსების ორდენის კავალერი მამუკა ჩარკვიანი 21 აგვისტოს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მამუკა ჩარკვიანმა გულწრფელი შემოქმედებითა და უნიკალური საშემსრულებლო მანერით არაერთი თაობის მსმენელის აღიარება და სიყვარული მოიპოვა. როგორც შალვა პაპუაშვილმა სამძიმრის წერილში აღნიშნა, ჩარკვიანის გარდაცვალება მთელი ქვეყნისთვის დიდი ტკივილია. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავ მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, რაც მთელი ქვეყნისთვის დიდი ტკივილია. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება გულში აქვს. მისი სითბო და სიმღერები ჩვენთან სამუდამოდ დარჩება", – დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ. მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა თბილისის მერმაც. მამუკა ჩარკვიანი 1995 წლიდან ინტენსიურად გამოდიოდა ქართულ ესტრადაზე. ასრულებდა საკუთარ სიმღერებს, ძირითადად, მამის – ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე. გამოცემული აქვს ალბომები. მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალის, "ლიგის" პირველი პრემია – ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა – სიმღერისთვის "მწვანე რტოები", XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის "მაღლა და მაღლა" , ოქროს დისკი ნომინაცია "წლის საუკეთესო სიმღერა" – სიმღერებისთვის: "ჩემი აღარა ხარ", "გაზაფხული", "აპრილი" და "დედის ჯერი". დაჯილდოებულია მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის პრიზით, ჯაზ-ფესტივალის სპეციალური პრიზით სიმღერებისთვის: "ბლუზი" და "ქალი სანაპიროზე". 2014 წლის 10 მაისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24400/41/244004142_118:0:2849:2048_1920x0_80_0_0_6b787b19b867aef8f1fc9dce77020870.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, კახა კალაძე , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, კახა კალაძე , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ქვეყნის პირველმა პირებმა მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს
მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე მუსიკოს მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
ქართველი მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი, ღირსების ორდენის კავალერი მამუკა ჩარკვიანი 21 აგვისტოს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მამუკა ჩარკვიანმა გულწრფელი შემოქმედებითა და უნიკალური საშემსრულებლო მანერით არაერთი თაობის მსმენელის აღიარება და სიყვარული მოიპოვა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. ამ მძიმე წუთებში, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მისი შემოქმედების მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს", – განაცხადა კობახიძემ.
როგორც შალვა პაპუაშვილმა სამძიმრის წერილში აღნიშნა, ჩარკვიანის გარდაცვალება მთელი ქვეყნისთვის დიდი ტკივილია.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, რაც მთელი ქვეყნისთვის დიდი ტკივილია. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება გულში აქვს. მისი სითბო და სიმღერები ჩვენთან სამუდამოდ დარჩება", – დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა თბილისის მერმაც.
„მუსიკოსი, მომღერალი, თბილისის საპატიო მოქალაქე მამუკა ჩარკვიანი გამოაკლდა ჩვენს რიგებს. მისი სიმღერები სავსე იყო მელოდიურობით, ლირიზმით, ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, გულწრფელობით, რის გამოც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში", - დაწერა კალაძემ.
მამუკა ჩარკვიანი 1995 წლიდან ინტენსიურად გამოდიოდა ქართულ ესტრადაზე. ასრულებდა საკუთარ სიმღერებს, ძირითადად, მამის – ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე. გამოცემული აქვს ალბომები. მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალის, "ლიგის" პირველი პრემია – ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა – სიმღერისთვის "მწვანე რტოები", XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის "მაღლა და მაღლა" , ოქროს დისკი ნომინაცია "წლის საუკეთესო სიმღერა" – სიმღერებისთვის: "ჩემი აღარა ხარ", "გაზაფხული", "აპრილი" და "დედის ჯერი".
დაჯილდოებულია მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის პრიზით, ჯაზ-ფესტივალის სპეციალური პრიზით სიმღერებისთვის: "ბლუზი" და "ქალი სანაპიროზე".
2014 წლის 10 მაისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი.