https://sputnik-georgia.com/20250822/ocneba-ass-is-saertasoriso-respublikuri-institutis-destabilizaciis-gegmebs-exmaureba-294637096.html
„ოცნება“ აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დესტაბილიზაციის გეგმებს ეხმაურება
„ოცნება“ აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დესტაბილიზაციის გეგმებს ეხმაურება
Sputnik საქართველო
ასეთი იდეების და ყველანაირი ასეთი სურვილის განხორციელების მცდელობები ძირშივე აღკვეთილი იქნება, განაცხადა გორდულაძემ 22.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-22T13:08+0400
2025-08-22T13:08+0400
2025-08-22T13:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
აშშ
თვითმმართველობის არჩევნები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1b/261539286_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_ef8a86c5f9146e1c7e4e2b061378d408.jpg
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. Deep state მოახლოებულ არჩევნებს და ევროკომისიის მოთხოვნებს საქართველოს დესტაბილიზაციისთვის იყენებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გეგმის საპასუხოდ.ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ცნობით, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ქართული პროგრამების დირექტორმა ჯონ დიპირომ შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს პროტესტი იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ევროკომისიის მოთხოვნებს არ შეასრულებს: 13 სექტემბერს საპროტესტო აქციის ჩატარება, შემდეგ კი ოპოზიციის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების ვიზიტის დაგეგმვა აშშ-ში.ამასთან, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გეგმის არსებობას უარყოფენ.„საპროტესტო გამოსვლების ალტერნატივა არ არსებობს და არავის დაგეგმვა ქართველ ხალხს არ სჭირდება. ქართველ ხალხს თვითონაც ძალიან ბევრჯერ მოძალადე და კორუმპირებული რეჟიმები გაუსტუმრებია და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც, ყველას ინსტრუქციებისა და ჩართულობის გარეშე", - აცხადებს „ენმ“-ის წევრი ირაკლი ფავლენიშვილი.ამასთან, პარტიაში რევოლუციაზე უკვე ღიად საუბრობენ.„პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების "არჩევნებში" მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია!!! - არანაირი მესამე გზა არ არსებობს!!!“ - დაწერა პარტიის სხვა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში.მმართველ პარტიაში კი ამ ხმაურიანი განცხადებების არ სჯერათ და მზად არიან აღკვეთონ მსგავსი რევოლუციური გეგმები.„ქართული ოცნების“ გუნდიც და ქართული საზოგადოებაც მყარად დგას და არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოაწყოს ან „მაიდანის“ მოწყობის მცდელობა ჰქონდეს. ასეთი იდეების და ყველანაირი ასეთი სურვილის განხორციელების მცდელობები ძირშივე აღკვეთილი იქნება“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ ერთერთმა ლიდერმა არჩილ გორდულაძემ.ოპოზიცია საქართველოშისაქართველოში წამყვანი ოპოზიციური ძალები ორ ბანაკად გაიყვნენ.პარტიები „ლელო“, „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „საქართველოსთვის“ მონაწილეობენ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მთავრობაზე ზეწოლის ყველა ლეგიტიმური ბერკეტის გამოყენებას გეგმავენ.ამავდროულად, პოლიტიკურმა მოძრაობებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ უარი თქვეს მონაწილეობაზე და საპროტესტო აქციებით ცდილობენ „ქართული ოცნების“ მთავრობის დამხობას. მათ მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, რომელიც 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან მონაწილეობს საპროტესტო მოძრაობაში და მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და მათი მხარდამჭერების ციხიდან გათავისუფლებას.მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ორივე ბანაკს უწოდებს რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ოპოზიცია აპირებს „რევოლუციის მოწყობას საქართველოში“ გარკვეული უცხოური ძალების მხარდაჭერით, რომლებსაც მმართველი ელიტა deep state-ს უწოდებს.მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს და „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას ყველა დონეზე 2030 წლამდე შეინარჩუნებს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1b/261539286_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_c68a49ccafafe8a85e983c63d983fd8e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ , თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ , თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოცნება
„ოცნება“ აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დესტაბილიზაციის გეგმებს ეხმაურება
ასეთი იდეების და ყველანაირი ასეთი სურვილის განხორციელების მცდელობები ძირშივე აღკვეთილი იქნება, განაცხადა გორდულაძემ
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. Deep state მოახლოებულ არჩევნებს და ევროკომისიის მოთხოვნებს საქართველოს დესტაბილიზაციისთვის იყენებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გეგმის საპასუხოდ.
ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ცნობით, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ქართული პროგრამების დირექტორმა ჯონ დიპირომ შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს პროტესტი იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ევროკომისიის მოთხოვნებს არ შეასრულებს: 13 სექტემბერს საპროტესტო აქციის ჩატარება, შემდეგ კი ოპოზიციის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების ვიზიტის დაგეგმვა აშშ-ში.
„ამ გეგმაში, რომელიც გაჟღერდა, მოიაზრება იმ რადიკალების, საქართველოში მოქმედი კონკრეტული ე.წ. პარტიების (თუ არ ვცდები, "ლელოსა" და გახარიას პარტიებზეც არის საუბარი) და ფსევდო სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობით ისეთი პროცესების ორგანიზება, რომელიც აადუღებს ტემპერატურას საქართველოში, მოსახლეობას გამოიყვანს ქუჩაში და მათი აქტიური მოქმედებით ზეწოლას მოახდენს ხელისუფლებაზე და, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობაზე", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ამასთან, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გეგმის არსებობას უარყოფენ.
„საპროტესტო გამოსვლების ალტერნატივა არ არსებობს და არავის დაგეგმვა ქართველ ხალხს არ სჭირდება. ქართველ ხალხს თვითონაც ძალიან ბევრჯერ მოძალადე და კორუმპირებული რეჟიმები გაუსტუმრებია და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც, ყველას ინსტრუქციებისა და ჩართულობის გარეშე", - აცხადებს „ენმ“-ის წევრი ირაკლი ფავლენიშვილი.
ამასთან, პარტიაში რევოლუციაზე უკვე ღიად საუბრობენ.
„პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების "არჩევნებში" მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია!!! - არანაირი მესამე გზა არ არსებობს!!!“ - დაწერა პარტიის სხვა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში.
მმართველ პარტიაში კი ამ ხმაურიანი განცხადებების არ სჯერათ და მზად არიან აღკვეთონ მსგავსი რევოლუციური გეგმები.
„ქართული ოცნების“ გუნდიც და ქართული საზოგადოებაც მყარად დგას და არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოაწყოს ან „მაიდანის“ მოწყობის მცდელობა ჰქონდეს. ასეთი იდეების და ყველანაირი ასეთი სურვილის განხორციელების მცდელობები ძირშივე აღკვეთილი იქნება“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ ერთერთმა ლიდერმა არჩილ გორდულაძემ.
საქართველოში წამყვანი ოპოზიციური ძალები ორ ბანაკად გაიყვნენ.
პარტიები „ლელო“, „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „საქართველოსთვის“ მონაწილეობენ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მთავრობაზე ზეწოლის ყველა ლეგიტიმური ბერკეტის გამოყენებას გეგმავენ.
ამავდროულად, პოლიტიკურმა მოძრაობებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ უარი თქვეს მონაწილეობაზე და საპროტესტო აქციებით ცდილობენ „ქართული ოცნების“ მთავრობის დამხობას. მათ მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, რომელიც 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან მონაწილეობს საპროტესტო მოძრაობაში და მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და მათი მხარდამჭერების ციხიდან გათავისუფლებას.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ორივე ბანაკს უწოდებს რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ოპოზიცია აპირებს „რევოლუციის მოწყობას საქართველოში“ გარკვეული უცხოური ძალების მხარდაჭერით, რომლებსაც მმართველი ელიტა deep state-ს უწოდებს.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს და „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას ყველა დონეზე 2030 წლამდე შეინარჩუნებს.