https://sputnik-georgia.com/20250822/makkeinis-instituti-294636362.html
„მტკნარი სიცრუეა“ - საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტი გააკრიტიკეს
„მტკნარი სიცრუეა“ - საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტი გააკრიტიკეს
Sputnik საქართველო
საგრანტო პროექტში შევიდა ასევე მზია ამაღლობელის გახმაურებული საქმე, რომელსაც ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. 22.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-22T11:04+0400
2025-08-22T11:04+0400
2025-08-22T11:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_618d153357d264f03393e1088767732f.jpg
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. მაკკეინის ინსტიტუტი აშავებს საქართველოს იმიჯს აშკარა ტყუილების გავრცელებით, როდესაც ქვეყანას ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს, განაცხადა პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დავით მათიკაშვილმა.მაკკეინის ინსტიტუტმა ნიუ-იორკში დაფუძნებული კარნეგის კორპორაციისგან 500.000 აშშ დოლარის გრანტი მიიღო თავისი საქმიანობის გასაძლიერებლად, რომელიც პოლიტპატიმრებისა და მძევლების დაცვას გულისხმობს. საგრანტო პროექტი ასევე მოიცავს ოპოზიციური გამოცემების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გახმაურებულ საქმეს, რომელსაც ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა.„მაკკეინის ინსტიტუტში“ ჰგონიათ, მთელ მსოფლიოს მარტივად მოატყუებენ, თუ სხვა ქვეყანაში ციხეში მყოფ პოლიტპატიმრებთან ერთად დაასახელებენ მზია ამაღლობელს, რომელიც არის პირდაპირი დანაშაულის გამო შესაბამის პასუხისგებაში მიცემული“, - განაცხადა მათიკაშვილმა.მისი თქმით, ამით მას და სხვა პირებს აიგივებენ სხვა ქვეყანაში ციხეში მყოფ პოლიტპატიმრებთან და საქართველო გამოჰყავთ, როგორც ვითომდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დარღვევაში ბრალდებულ ქვეყანას.მათიკაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა მაკკეინის ინსტიტუტის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ნათქვამია, რომ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველი ჟურნალისტისა და მედიის მფლობელის, ამჟამად ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაში. ცრუ ინფორმაციაში ფიგურირებს მტკიცება, თითქოს ნიკა გვარამია რეპორტაჟების გამო დააკავეს.„სრულ აბსურდში არიან, ეს ინსტიტუტი არ ერიდება ისეთი მტკნარი ტყუილებით საუბარს, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“, - აღნიშნა მან.მაკკეინის ინსტიტუტში აღნიშნეს, რომ შვიდთვიანი ადვოკატირების შემდეგ მედიასთან ურთიერთობის, პოლიტიკური ჩართულობისა და იურიდიულ ჯგუფებთან კოორდინაციის გზით, ხელი შეუწყეს გვარამიას შეწყალებას და გათავისუფლებას.მათიკაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ხელი მოაწერა გვარამიას შეწყალების შესახებ ბრძანებულებას, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისთანავე გახდა მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური ნეგატიური ძალის ნაწილი.მისი აზრით, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ „დიფ სტეიტი“ აგრძელებს ზეწოლას საქართველოზე და ქვეყნისა და მისი საზოგადოების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას, ღიად ავრცელებს ტყუილებს.ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაკკეინის ინსტიტუტს „დიფ სტეიტის“ პირდაპირი გამოვლინება უწოდა. საქართველოს მმართველი პარტია „დიფ სტეიტს“ „გლობალურ ომის პარტიასაც“ უწოდებს.ამაში ხელისუფლება გულისხმობს საზღვარგარეთ მყოფ ძალებს, რომლებსაც გავლენა აქვთ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე აშშ-სა და ევროკავშირში. დასავლეთში ასეთ მტკიცებულებებს შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_de391de80020cba1dff5bb965b849d12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, დიდი ბრიტანეთი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, დიდი ბრიტანეთი
„მტკნარი სიცრუეა“ - საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტი გააკრიტიკეს
საგრანტო პროექტში შევიდა ასევე მზია ამაღლობელის გახმაურებული საქმე, რომელსაც ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. მაკკეინის ინსტიტუტი აშავებს საქართველოს იმიჯს აშკარა ტყუილების გავრცელებით, როდესაც ქვეყანას ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს, განაცხადა პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დავით მათიკაშვილმა.
მაკკეინის ინსტიტუტმა ნიუ-იორკში დაფუძნებული კარნეგის კორპორაციისგან 500.000 აშშ დოლარის გრანტი მიიღო თავისი საქმიანობის გასაძლიერებლად, რომელიც პოლიტპატიმრებისა და მძევლების დაცვას გულისხმობს. საგრანტო პროექტი ასევე მოიცავს ოპოზიციური გამოცემების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გახმაურებულ საქმეს, რომელსაც ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
„მაკკეინის ინსტიტუტში“ ჰგონიათ, მთელ მსოფლიოს მარტივად მოატყუებენ, თუ სხვა ქვეყანაში ციხეში მყოფ პოლიტპატიმრებთან ერთად დაასახელებენ მზია ამაღლობელს, რომელიც არის პირდაპირი დანაშაულის გამო შესაბამის პასუხისგებაში მიცემული“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ამით მას და სხვა პირებს აიგივებენ სხვა ქვეყანაში ციხეში მყოფ პოლიტპატიმრებთან და საქართველო გამოჰყავთ, როგორც ვითომდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დარღვევაში ბრალდებულ ქვეყანას.
„ეს იმდენად მტკნარი სიცრუეა, „მაკკეინის ინსტიტუტში“ ჰგონიათ, რომ მსოფლიოში არ არსებობს მედიასაშუალებები, არ არის ინფორმაცია, არ არსებობს არქივი, ადამიანები ვერ ხედავენ საჯაროდ ჩადენილ დანაშაულს და თავიანთი პასაჟებით საქართველოს ჩირქს მისცხებენ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მათიკაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა მაკკეინის ინსტიტუტის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ნათქვამია, რომ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველი ჟურნალისტისა და მედიის მფლობელის, ამჟამად ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაში. ცრუ ინფორმაციაში ფიგურირებს მტკიცება, თითქოს ნიკა გვარამია რეპორტაჟების გამო დააკავეს.
„სრულ აბსურდში არიან, ეს ინსტიტუტი არ ერიდება ისეთი მტკნარი ტყუილებით საუბარს, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“, - აღნიშნა მან.
მაკკეინის ინსტიტუტში აღნიშნეს, რომ შვიდთვიანი ადვოკატირების შემდეგ მედიასთან ურთიერთობის, პოლიტიკური ჩართულობისა და იურიდიულ ჯგუფებთან კოორდინაციის გზით, ხელი შეუწყეს გვარამიას შეწყალებას და გათავისუფლებას.
მათიკაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ხელი მოაწერა გვარამიას შეწყალების შესახებ ბრძანებულებას, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისთანავე გახდა მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური ნეგატიური ძალის ნაწილი.
„ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო „დიფ სთეითის“ აგენტი და მისი აგენტურული საქმიანობა გამოიკვეთა იმით, რომ ასრულებდა „დიფ სთეითის“, „მაკკეინის ინსტიტუტის“ დავალებას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი აზრით, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ „დიფ სტეიტი“ აგრძელებს ზეწოლას საქართველოზე და ქვეყნისა და მისი საზოგადოების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას, ღიად ავრცელებს ტყუილებს.
ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაკკეინის ინსტიტუტს „დიფ სტეიტის“ პირდაპირი გამოვლინება უწოდა. საქართველოს მმართველი პარტია „დიფ სტეიტს“ „გლობალურ ომის პარტიასაც“ უწოდებს.
ამაში ხელისუფლება გულისხმობს საზღვარგარეთ მყოფ ძალებს, რომლებსაც გავლენა აქვთ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე აშშ-სა და ევროკავშირში. დასავლეთში ასეთ მტკიცებულებებს შეთქმულების თეორიას უწოდებენ.