პირადი ცხოვრების საიდუმლოს სოციალურ ქსელში გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2025
გამოწერა
ბოროტმოქმედმა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის მქონე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერი სოციალური ქსელის მეშვეობით დაზარალებულის ძმას გადაუგზავნა
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
დაკავება თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა განახორციელეს.
გავრცელებულ ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მის მობილურ ტელეფონში, ფოტო და ვიდეო მასალის სახით, უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის მქონე პირადი ცხოვრების საიდუმლოს, რაც მიმდინარე წლის 19 აგვისტოს უკანონოდ გაავრცელა სოციალურ ქსელში, ხოლო 20 აგვისტოს სხვა სოციალური ქსელის მეშვეობით გადაუგზავნა დაზარალებულის ძმას.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელის მეშვეობით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0