რუსთავის ციხეზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს - აღმოჩენილია უნიკალური არტეფაქტები

© photo: Jege Sakhokia / FBრუსთავის ციხე-სიმაგრე
რუსთავის ციხე-სიმაგრე - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2025
გამოწერა
ექსპედიციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობს, მისი მთავარი მიზანია IX-XII საუკუნეების სასახლის ნანგრევების შესწავლა.
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. რუსთის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს XI-XII საუკუნეებით დათარიღებული თიხის კერამიკის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, იტყობინება ადგილობრივი ისტორიული მუზეუმი.
2025 წლის ივლისში, რუსთავის ციხის ტერიტორიაზე მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო. მთავარი მიზანია IX-XII საუკუნეების სასახლის ნანგრევების შესწავლა. ექსპედიციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის სტუდენტები და მოხალისეები.
„ვმუშაობთ სასახლის პირველ, მეორე, მეოთხე და მეხუთე ოთახებში. ძირითადად ყველა ჩამოთვლილ ოთახში არქეოლოგიური ფენა თარიღდება XI-XIII საუკუნეებით“, - ამბობს არქეოლოგი მათე ახალაია.
რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ აღმოჩენილი ფრაგმენტები, როგორც თავად სასახლე, უფრო ადრეულ პერიოდს განეკუთვნება.
„გამოვლენილია არაერთი კერამიკა, მათ შორის მოჭიქული ჯამები. არის ისეთი მანიშნებელი, რომ ჩვენ გვაფიქრებინებს რომ სასახლე შესაძლოა ბევრად უფრო ადრეულ პერიოდს მიეკუთვნებოდეს, ვიდრე დღემდე ჩვენთვის იყო ცნობილი“, განაცხადა ნაზი პაჭიკაშვილმა.
ქართლის ერთ-ერთ უძველეს დასახლებად ითვლება რუსთავის ციხე, რომელიც შუა ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. ისტორიული წყაროები რუსთავს, როგორც ურბანულ დასახლებას, ჯერ კიდევ ძვ.წ. IV საუკუნეში მოიხსენიებენ, სხვა უძველეს ქალაქებთან ერთად, როგორიცაა მცხეთა, უფლისციხე და ურბნისი.
რუსთავის ციხე თბილისის გარშემო ქალაქის დასაცავად აშენდა. თავისი არსებობის განმავლობაში ციხე სამჯერ აღადგინეს: V-VIII, IX-XI და XII-XIII საუკუნეებში. ეს ერთადერთი ციხეა ფრესკებით საქართველოში.
ყველა ახალი ამბავი
0