https://sputnik-georgia.com/20250821/qartveli-msajebi-uefas-matcze-294625716.html
ქართველი მსაჯები უეფა-ს ევროპა ლიგის პლეი ოფის მატჩს მოემსახურებიან
ქართველი მსაჯები უეფა-ს ევროპა ლიგის პლეი ოფის მატჩს მოემსახურებიან
Sputnik საქართველო
მატჩის მთავარმა არბიტრმა ყრუაშვილმა 2021 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა განსაჯა, მათ შორის – გერმანია-პორტუგალიის ფინალი 21.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-21T12:22+0400
2025-08-21T12:22+0400
2025-08-21T12:22+0400
ახალი ამბები
სპორტი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24106/27/241062734_0:151:3106:1898_1920x0_80_0_0_06da459cb0ff1f269d923c75c068e950.jpg
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში თელ-ავივის „მაკაბისა“ და კიევის „დინამოს“ შეხვედრას დღეს ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, იტყობინება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილია, ხოლო ვიდეორეფერის ასისტენტი – ბაკურ ნინუა. შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, სერბეთში, ბაჩკა ტოპოლაში 21 აგვისტოს გაიმართება.გიორგი ყრუაშვილი ფიფა-ს მსაჯთა სიაში 2010 წლიდან არის. პირველად ევროპა ლიგის მატჩებს 2019/20 წლების სეზონში მოემსახურა. მას ასევე განუსჯია ერთა ლიგისა და ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებიც.ყრუაშვილმა 2021 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელიც სლოვენიასა და უნგრეთში გაიმართა, ოთხი შეხვედრა განსაჯა, მათ შორის – გერმანია-პორტუგალიის ფინალი (1:0).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24106/27/241062734_188:0:2919:2048_1920x0_80_0_0_871f65f17bdd0be88e2042eeea741cb5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო
ქართველი მსაჯები უეფა-ს ევროპა ლიგის პლეი ოფის მატჩს მოემსახურებიან
მატჩის მთავარმა არბიტრმა ყრუაშვილმა 2021 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა განსაჯა, მათ შორის – გერმანია-პორტუგალიის ფინალი
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში თელ-ავივის „მაკაბისა“ და კიევის „დინამოს“ შეხვედრას დღეს ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, იტყობინება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილია, ხოლო ვიდეორეფერის ასისტენტი – ბაკურ ნინუა. შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, სერბეთში, ბაჩკა ტოპოლაში 21 აგვისტოს გაიმართება.
გიორგი ყრუაშვილი ფიფა-ს მსაჯთა სიაში 2010 წლიდან არის. პირველად ევროპა ლიგის მატჩებს 2019/20 წლების სეზონში მოემსახურა. მას ასევე განუსჯია ერთა ლიგისა და ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებიც.
ყრუაშვილმა 2021 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელიც სლოვენიასა და უნგრეთში გაიმართა, ოთხი შეხვედრა განსაჯა, მათ შორის – გერმანია-პორტუგალიის ფინალი (1:0).