მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მელანია ტრამპს კიევში მყოფი პოლიტპატიმრების სიას გადასცემენ

© courtesy of Mamuka Pipiaმამუკა ფიფია
მამუკა ფიფია - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2025
გამოწერა
თავის გამოსვლაში, ქართველმა პოლიტიკოსმა მამუკა ფიფიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო და რუსეთი ერთად უნდა დადგნენ, რადგან მეზობელ ქვეყნებს საერთო მტრები ჰყავთ.
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია გამოვიდა ინიციატივით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეუღლეს მელანიას გაუგზავნოს უკრაინელი პოლიტპატიმრების სია, რათა მან ის უფრო სწრაფად გადასცეს პრეზიდენტს.
საერთაშორისო „სახალხო ერთიანობის კლუბმა“ მოამზადა დეკლარაცია, რომელიც შეიცავს უკრაინაში პოლიტპატიმრების სიას და მსოფლიო ლიდერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისადმი მიმართვას, ხელი შეუწყონ მათ გათავისუფლებას. ორგანიზაციის მონაცემებით, უკრაინაში დაახლოებით 7 ათასი პოლიტპატიმარია.
„მინდა დავამატო - შესაძლოა, პირველ ლედის ჩვენც გადავცემთ წერილს, ყველა ჩვენგანის სახელით, „სახალხო ერთიანობის კლუბიდან“. შესაძლოა, მან ის უფრო სწრაფად გადასცეს პრეზიდენტ ტრამპს“, - ამის შესახებ ფიფიამ ისაუბრა TASS-ის პლატფორმაზე, სადაც წარადგინა დეკლარაცია უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და პოლიტიკური და რელიგიური მიზეზების გამო უკანონოდ დატყვევებული პირების დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ.
თავის გამოსვლაში ფიფიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო და რუსეთი ერთად უნდა იყონ, რადგან მეზობელ ქვეყნებს საერთო მტრები ჰყავთ.
„ისინი ჩვენ გვებრძვიან, ისინი ძალიან სერიოზულად გვებრძვიან. ჩვენ ერთი და იგივე მტრები გვყავს - საქართველოს, რუსეთს. ჩვენ ვიცით მათი სახელები, გვარები, სახეები. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ერთმანეთს ვჭირდებით. აქ არის მიმართვა რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის პრეზიდენტებისადმი. ადრესატებს მინდა დავამატო სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია II“, - აღნიშნა ფიფიამ.
საერთაშორისო „სახალხო ერთიანობის კლუბმა“ მიიღო დეკლარაცია უკრაინაში პოლიტიკური ნიშნებით დაპატიმრებული 368 ადამიანის გათავისუფლების შესახებ. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინს და დონალდ ტრამპს გაეგზავნება დოკუმენტი მოწოდებით „უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების დღის წესრიგს დაემატოს საკითხი ყველა პოლიტპატიმრისა და უკანონოდ დევნილი უკრაინელის გათავისუფლების, ყველა ბრალდების მოხსნისა და რეაბილიტაციის შესახებ“.
„სახალხო ერთიანობის კლუბის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი ასევე გაეგზავნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს.
კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა მეუღლის, მელანიას, წერილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი, რომელშიც ის ბავშვების დაცვისკენ მოუწოდებს.
წერილის ტექსტი ადრე Fox News-მა გამოაქვეყნა, ის იდენტურია ტრამპის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტისა. გამოცემის ცნობით, ტრამპმა მელანიას წერილი რუსეთის ლიდერს ალასკაში სამიტის დროს გადასცა. თუმცა, წერილში არ არის ნახსენები უკრაინაში კონფლიქტის შედეგად ბავშვების სავარაუდო გატაცება, როგორც ამას Reuters თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით აცხადებდა.
კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა მეუღლის, მელანიას, წერილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი, რომელშიც ის ბავშვების დაცვისკენ მოუწოდებს.
წერილის ტექსტი ადრე გამოქვეყნდა Fox News-ის მიერ და იდენტურია ტრამპის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტისა. გამოცემის ცნობით, ტრამპმა მელანიას წერილი რუსეთის ლიდერს ალასკაში სამიტის დროს გადასცა. ამასთან, წერილში არ არის ნახსენები უკრაინაში კონფლიქტის შედეგად ბავშვების სავარაუდო გატაცება, როგორც ამას Reuters თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ამტკიცებდა.
ადრე კიევმა მოსკოვს გადასცა 339 ბავშვის სია, რომლებიც, თითქოსდა უკრაინიდან გაიტაცეს. პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ ამ სიაში შემავალი ბავშვების დიდი ნაწილი არასდროს ყოფილა რუსეთში. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ამ სიიდან 50 პირი ზრდასრულია. ამავდროულად, ბავშვების ნაწილი უკვე დააბრუნეს უკრაინაში, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0