მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ICC-მა ამერიკული სანქციები გააკრიტიკა

  - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2025
გამოწერა
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მისი ორი მოსამართლისა და პროკურორის ორი მოადგილის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები სასამართლოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმად მიაჩნია, ნათქვამია ICC-ის განცხადებაში.
„საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო გმობს აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ ახალი სანქციების გამოცხადებას... ეს სანქციები წარმოადგენს უხეშ თავდასხმას მიუკერძოებელი სასამართლო ორგანოს დამოუკიდებლობაზე, რომელიც მოქმედებს 125 მონაწილე სახელმწიფოს მანდატის ქვეშ მსოფლიოს ყველა რეგიონიდან“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს სანქციები ასევე შეურაცხყოფს ICC-ის წევრ სახელმწიფოებს, წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და მილიონობით მსხვერპლს მთელს მსოფლიოში.
როგორც ICC დასძენს, ის კვლავაც განაგრძობს მანდატების განხორციელებას კანონის მკაცრი დაცვით, მიუხედავად შეზღუდვების, ზეწოლისა და მუქარისა.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სასანქციო ჩამონათვალში შეიყვანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოთხი იურისტი, რომლებსაც ვაშინგტონი ამერიკელებისა და ისრაელელების „დევნაში“ ადანაშაულებს. საუბარია ორ მოსამართლეზე - კიმბერლი პროსტსა და ნიკოლას გილოუზე, ასევე ICC-ის პროკურორის ორ მოადგილეზე - ნაჟატ შამიმ ხანსა და მამა მანდიაე ნიანგუზე.
ყველა ახალი ამბავი
0