ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის გზები
თბილისის გზები - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2025
გამოწერა
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გზის საფარის მოწესრიგება გრძელდება.
თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 08:00 საათიდან 22 აგვისტოს 08:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გმირთა მოედნის მიმართულებით, „საქართველოს რაგბის კავშირის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში შეიზღუდება.
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გზის საფარის მოწესრიგება გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0