https://sputnik-georgia.com/20250820/saqartvelosi-umarlesi-ganatlebis-reforma-mzaddeba-premieri-294619931.html
საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმა მზადდება - პრემიერი
საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმა მზადდება - პრემიერი
Sputnik საქართველო
ხელისუფლების თქმით, მათ გააჩნიათ საკმაოდ ამბიციური გეგმა საუნივერსიტეტო განათლების სფეროში ძირეული რეფორმების ჩასატარებლად 20.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-20T18:20+0400
2025-08-20T18:20+0400
2025-08-20T18:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24775/80/247758036_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_724babe328231a746ba00a1df35a8a0f.jpg
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქვეყანაში უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციაზე მუშაობს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ამჟამად საქართველოში 63 აკრედიტებული უნივერსიტეტია, რომელთაგან 19 სახელმწიფოა. უმაღლესი განათლების სისტემა, ბოლონიის სისტემის მიხედვით, სამ საფეხურს მოიცავს: ბაკალავრიატს, მაგისტრატურას და დოქტორანტურას. განათლება კრედიტების სისტემაზეა დაფუძნებული, სადაც ხარისხის მისაღებად გარკვეული რაოდენობის კრედიტების დაგროვებაა საჭირო.როგორც პრემიერმა აღნიშნა, კონცეფციაში თავისი მნიშვნელოვანი ადგილი ექნება დაკავებული რეგიონებში უმაღლესი განათლების განვითარებას.„ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობების მუდმივი და მასშტაბური განვითარება შესაბამისად“, - აღნიშნა პრემიერმა.ამ მიმართულების ფარგლებში ვითარდება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ფართოვდება ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც ახალი სასწავლო კორპუსი აშენდა.მანამდე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ამოცანა იქნება რეგიონული უნივერსიტეტების მთავარ პრიორიტეტებს შორის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით განათლების ჩართვა.წინასწარი მონაცემებით, კონცეფცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება და მოიცავს მრავალ სფეროს - ინფრასტრუქტურიდან დაწყებული სასწავლო გეგმების გადახედვით, პროფესორ-მასწავლებლებისთვის უკეთესი პირობების შექმნით დამთავრებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24775/80/247758036_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_765455d27ac196a4eba63316ae369a76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, განათლება საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, განათლება საქართველოში
საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმა მზადდება - პრემიერი
ხელისუფლების თქმით, მათ გააჩნიათ საკმაოდ ამბიციური გეგმა საუნივერსიტეტო განათლების სფეროში ძირეული რეფორმების ჩასატარებლად
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქვეყანაში უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციაზე მუშაობს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამჟამად საქართველოში 63 აკრედიტებული უნივერსიტეტია, რომელთაგან 19 სახელმწიფოა. უმაღლესი განათლების სისტემა, ბოლონიის სისტემის მიხედვით, სამ საფეხურს მოიცავს: ბაკალავრიატს, მაგისტრატურას და დოქტორანტურას. განათლება კრედიტების სისტემაზეა დაფუძნებული, სადაც ხარისხის მისაღებად გარკვეული რაოდენობის კრედიტების დაგროვებაა საჭირო.
„ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო, უმაღლესი განათლების სფეროში, ამისათვის ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში წარედგინება საზოგადოებას“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კონცეფციაში თავისი მნიშვნელოვანი ადგილი ექნება დაკავებული რეგიონებში უმაღლესი განათლების განვითარებას.
„ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობების მუდმივი და მასშტაბური განვითარება შესაბამისად“, - აღნიშნა პრემიერმა.
ამ მიმართულების ფარგლებში ვითარდება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ფართოვდება ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც ახალი სასწავლო კორპუსი აშენდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდის უნივერსიტეტი ახალი ინფრასტრუქტურით, მომავალშიც დიდ წვლილს შეიტანს მაღალკვალიფიციური თაობის აღზრდაში ჩვენს ქვეყანაში. ამ უნივერსიტეტს აქვს გამორჩეული როლი ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამთლიანება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანამდე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ამოცანა იქნება რეგიონული უნივერსიტეტების მთავარ პრიორიტეტებს შორის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით განათლების ჩართვა.
წინასწარი მონაცემებით, კონცეფცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება და მოიცავს მრავალ სფეროს - ინფრასტრუქტურიდან დაწყებული სასწავლო გეგმების გადახედვით, პროფესორ-მასწავლებლებისთვის უკეთესი პირობების შექმნით დამთავრებული.