https://sputnik-georgia.com/20250820/kobaxize-imedia-es-molaparakebebo-sabolood-dasruldeba-msvidobis-damyarebit-ukrainasi-294612191.html
კობახიძე: იმედია, ეს მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდება მშვიდობის დამყარებით უკრაინაში
კობახიძე: იმედია, ეს მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდება მშვიდობის დამყარებით უკრაინაში
Sputnik საქართველო
მშვიდობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამდენი ადამიანის დაღუპვა შეწყდეს, განაცხადა პრემიერმა 20.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-20T09:42+0400
2025-08-20T09:42+0400
2025-08-20T09:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_939112f0a14fd8924a3e4226304d8632.jpg
თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. საქართველო იმედოვნებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ამ ქვეყანაში მშვიდობის დამყარებით დასრულდება, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა 15 აგვისტოს, ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. პრეზიდენტებმა გამოთქვეს მზადყოფნა, იმუშაონ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე. ტრამპმა შეხვედრას „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა. 18 მარტს ტრამპი ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა.„იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდება მშვიდობის დამყარებით უკრაინაში და, შესაბამისად, ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში გამოდიოდა სწორედ მშვიდობის მხარეს, მაშინ როდესაც შიდა თუ გარე ოპონენტები პირიქით, ეწეოდნენ ომის ღია და ირიბ პროპაგანდას.„ჩვენ ყოველთვის ვიდექით მშვიდობის მხარეს და საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენი პოზიცია იყო აბსოლუტურად უალტერნატივო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მრავალრიცხოვანი ადამიანური მსხვერპლი შეაჩეროს.მოლაპარაკებების შედეგები15 აგვისტოს პუტინმა და ტრამპმა ალასკაში მოლაპარაკებები გამართეს. ლიდერები შეხვდნენ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე. ლიდერების ვიწრო ფორმატში მოლაპარაკებები „სამი სამზე“ ფორმატში გაიმართა და ორ საათსა და 45 წუთს გაგრძელდა.მოლაპარაკებების დროს ორივე მხარემ გამოხატა შედეგის ორიენტირებული განწყობა და აღნიშნეს, რომ ერთობლივი მუშაობისთვის ბევრი მიმართულება არსებობს.პუტინმა მადლობა გადაუხადა კოლეგას მოწვევისთვის და აღნიშნა რუსეთისა და შეერთებული შტატების ახლო მეზობლობა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ოკეანე ჰყოფს.პრეზიდენტებმა გამოთქვეს მზადყოფნა, იმუშაონ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე. ტრამპის თქმით, ჯერ არ არის მიღწეული თანხმობა დარეგულირების მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არსებობს შეთანხმების მიღწევის კარგი შანსები.თეთრი სახლის ხელმძღვანელმა დაუშვა, რომ შემდეგი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება.მან ასევე მოუწოდა ვოლოდიმირ ზელენსკის, დადოს შეთანხმება რუსეთთან; მისი თქმით, მშვიდობის დამყარება მასზე და ევროპულ ქვეყნებზეა დამოკიდებული.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_117:0:1938:1366_1920x0_80_0_0_4b24a06ed6bb67f351715d4202131d8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
კობახიძე: იმედია, ეს მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდება მშვიდობის დამყარებით უკრაინაში
მშვიდობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამდენი ადამიანის დაღუპვა შეწყდეს, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. საქართველო იმედოვნებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ამ ქვეყანაში მშვიდობის დამყარებით დასრულდება, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა 15 აგვისტოს, ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. პრეზიდენტებმა გამოთქვეს მზადყოფნა, იმუშაონ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე. ტრამპმა შეხვედრას „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა. 18 მარტს ტრამპი ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა.
„იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდება მშვიდობის დამყარებით უკრაინაში და, შესაბამისად, ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში გამოდიოდა სწორედ მშვიდობის მხარეს, მაშინ როდესაც შიდა თუ გარე ოპონენტები პირიქით, ეწეოდნენ ომის ღია და ირიბ პროპაგანდას.
„ჩვენ ყოველთვის ვიდექით მშვიდობის მხარეს და საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენი პოზიცია იყო აბსოლუტურად უალტერნატივო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მრავალრიცხოვანი ადამიანური მსხვერპლი შეაჩეროს.
15 აგვისტოს პუტინმა და ტრამპმა ალასკაში მოლაპარაკებები გამართეს. ლიდერები შეხვდნენ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე. ლიდერების ვიწრო ფორმატში მოლაპარაკებები „სამი სამზე“ ფორმატში გაიმართა და ორ საათსა და 45 წუთს გაგრძელდა.
მოლაპარაკებების დროს ორივე მხარემ გამოხატა შედეგის ორიენტირებული განწყობა და აღნიშნეს, რომ ერთობლივი მუშაობისთვის ბევრი მიმართულება არსებობს.
პუტინმა მადლობა გადაუხადა კოლეგას მოწვევისთვის და აღნიშნა რუსეთისა და შეერთებული შტატების ახლო მეზობლობა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ოკეანე ჰყოფს.
პრეზიდენტებმა გამოთქვეს მზადყოფნა, იმუშაონ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე. ტრამპის თქმით, ჯერ არ არის მიღწეული თანხმობა დარეგულირების მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არსებობს შეთანხმების მიღწევის კარგი შანსები.
თეთრი სახლის ხელმძღვანელმა დაუშვა, რომ შემდეგი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება.
მან ასევე მოუწოდა ვოლოდიმირ ზელენსკის, დადოს შეთანხმება რუსეთთან; მისი თქმით, მშვიდობის დამყარება მასზე და ევროპულ ქვეყნებზეა დამოკიდებული.