https://sputnik-georgia.com/20250819/ramdeni-tvirti-gadamusavda-saqartvelos-portebsi-axali-monacemebi-294607003.html
რამდენი ტვირთი გადამუშავდა საქართველოს პორტებში - ახალი მონაცემები
რამდენი ტვირთი გადამუშავდა საქართველოს პორტებში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2025 წლის აპრილ-ივნისში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 422 გემი შემოვიდა 19.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-19T21:13+0400
2025-08-19T21:13+0400
2025-08-19T21:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პორტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263812998_0:0:3461:1947_1920x0_80_0_0_70eb3a83f1ba96f261c21d0a83da8893.jpg
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს პორტებში გადამუშავდა 4 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5%-ით ნაკლებია. ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.„საქსტატის“ ცნობით, გადამუშავებული ტვირთის 52,1 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30,7 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 17,2 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.2025 წლის აპრილ-ივნისში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 422 გემი, რომელთა 50,5 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 23,2 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 15,6 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10,7 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.2025 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 53,8%-ით მეტი ნაყარი სპეციალიზებული გემი მიიღო, 49 პროცენტით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 38,9 პროცენტით ნაკლები კონტეინერმზიდი და 31,5%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი.2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17,1 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15,6 პროცენტი - თურქეთის, 10,9 პროცენტი - მალტის, 7,1 პროცენტი - ლიბერიის, დანარჩენი 49,3 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.მგზავრთა გადაყვანაგარდა ამისა, 2025 წლის აპრილ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან საქართველოს საზღვაო პორტებში მგზავრთნაკადი 17%-ით გაიზარდა. პორტები 3 ათას მგზავრს მოემსახურა.მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 51,8 პროცენტი შეადგინა.საქართველოში ამჟამად ორი პორტია - ბათუმსა და ფოთში. ამასთან, ტვირთების ძირითადი ნაკადი დღეს ფოთზე გადის. ამ პორტის მინუსი არის მისი სიღრმე - დღეს პორტს არ შეუძლია 1,5 ათასზე მეტი კონტეინერის ტევადობის გემების მიღება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263812998_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_80d3e2c8aaf5df9cc3980eb482fdd2bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პორტები
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პორტები
რამდენი ტვირთი გადამუშავდა საქართველოს პორტებში - ახალი მონაცემები
2025 წლის აპრილ-ივნისში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 422 გემი შემოვიდა
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს პორტებში გადამუშავდა 4 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5%-ით ნაკლებია. ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის“ ცნობით, გადამუშავებული ტვირთის 52,1 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30,7 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 17,2 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.
2025 წლის აპრილ-ივნისში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 422 გემი, რომელთა 50,5 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 23,2 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 15,6 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10,7 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
2025 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 53,8%-ით მეტი ნაყარი სპეციალიზებული გემი მიიღო, 49 პროცენტით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 38,9 პროცენტით ნაკლები კონტეინერმზიდი და 31,5%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი.
2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17,1 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15,6 პროცენტი - თურქეთის, 10,9 პროცენტი - მალტის, 7,1 პროცენტი - ლიბერიის, დანარჩენი 49,3 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
გარდა ამისა, 2025 წლის აპრილ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან საქართველოს საზღვაო პორტებში მგზავრთნაკადი 17%-ით გაიზარდა. პორტები 3 ათას მგზავრს მოემსახურა.
მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 51,8 პროცენტი შეადგინა.
საქართველოში ამჟამად ორი პორტია - ბათუმსა და ფოთში. ამასთან, ტვირთების ძირითადი ნაკადი დღეს ფოთზე გადის. ამ პორტის მინუსი არის მისი სიღრმე - დღეს პორტს არ შეუძლია 1,5 ათასზე მეტი კონტეინერის ტევადობის გემების მიღება.