https://sputnik-georgia.com/20250819/mecxoveleoba-saqartvelosi-294591827.html
მეცხოველეობა საქართველოში: ბოლო მონაცემები
მეცხოველეობა საქართველოში: ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან... 19.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-19T09:38+0400
2025-08-19T09:38+0400
2025-08-19T09:38+0400
ახალი ამბები
საქსტატი
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1a/278962915_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_e9e29bbf5c32bfb94d119e34f6492cb1.jpg
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2%-ით შემცირდა და 870,5 ათასი სული შეადგინა. ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.უწყების მონაცემებით, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 398,8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 4,8%-ით ჩამორჩება.ღორის რაოდენობა 175,6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 12,5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6,6 პროცენტით გაიზარდა და 11,1 მილიონი ფრთა შეადგინა.მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებახორცის წარმოებამ 18,2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 9,5 პროცენტით ნაკლებია.2025 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 184 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1,1 პროცენტით ნაკლებია.საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 179,7 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6,6 პროცენტით მეტია.პირუტყვის ექსპორტი და იმპორტი2025 წლის აპრილ-ივნისში საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 21,3 ათასი სული გავიდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,2%-ით ნაკლებია.ამავე დროს იმპორტი შემცირდა 53%-ით და 2,3 ათასი სული შეადგინა.ფრინველის ექსპორტმა შეადგინა 1,5 მლნ სული (-50,5%), შემოტანილია 1,8 მლნ (-18,5%).ღორის იმპორტი გაიზარდა 6,8%-ით და 40,9 ათასი სული შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის დასაწყისიდან გავიდა სულ 300 სული.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1a/278962915_358:0:3071:2035_1920x0_80_0_0_5df32b3be445947263e42a0301222caf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქსტატი, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქსტატი, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2%-ით შემცირდა და 870,5 ათასი სული შეადგინა. ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
უწყების მონაცემებით, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 398,8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 4,8%-ით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობა 175,6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 12,5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6,6 პროცენტით გაიზარდა და 11,1 მილიონი ფრთა შეადგინა.
მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება
ხორცის წარმოებამ 18,2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 9,5 პროცენტით ნაკლებია.
2025 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 184 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1,1 პროცენტით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 179,7 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6,6 პროცენტით მეტია.
პირუტყვის ექსპორტი და იმპორტი
2025 წლის აპრილ-ივნისში საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 21,3 ათასი სული გავიდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,2%-ით ნაკლებია.
ამავე დროს იმპორტი შემცირდა 53%-ით და 2,3 ათასი სული შეადგინა.
ფრინველის ექსპორტმა შეადგინა 1,5 მლნ სული (-50,5%), შემოტანილია 1,8 მლნ (-18,5%).
ღორის იმპორტი გაიზარდა 6,8%-ით და 40,9 ათასი სული შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის დასაწყისიდან გავიდა სულ 300 სული.