https://sputnik-georgia.com/20250819/dori-baxmaros-tasi-2025-294598420.html
ბახმაროში ტრადიციული დოღი "ბახმაროს თასი 2025" იმართება
ბახმაროში ტრადიციული დოღი "ბახმაროს თასი 2025" იმართება
Sputnik საქართველო
ბახმაროში დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა. 19.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-19T15:58+0400
2025-08-19T15:58+0400
2025-08-19T15:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
გურია
კულტურა საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/46/246234611_0:97:1840:1132_1920x0_80_0_0_0c91fd214440a7e723a3237d544577b0.jpg
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. დღეს გურიაში, კურორტ ბახმაროში ტრადიციული დოღი – "ბახმაროს თასი 2025" იმართება. ღონისძიებაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ათობით მხედარი იღებს - დოღში გამარჯვებულს 20 ათას ლარს გადასცემენ. დღის ბოლოს კი გაიმართება კონცერტი და მოეწყობა ფოიერვერკი. ბახმაროში მთელი დღის განმავლობაში იმართება საბავშვო გასართობი აქტივობები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა. ფერიცვალების სახელობის ტაძარში უკვე შესრულდა საზეიმო ლიტურგია. დოღს ესწრება პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ბახმაროში დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა. ბახმაროში დოღი ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება. ღონისძიებაში ყოველწლიურად ათობით მხედარი მონაწილეობს სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან. მონაწილეებისთვის დოღში გამარჯვება ღირსების საკითხია. ღონისძიების მიზანია დოღის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაცია საქართველოში და ბახმაროს კურორტის განვითარება. ბახმარო გურიის მხარეში ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში მდებარეობს და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო კლიმატით. ბახმაროში საკურორტო სეზონი ივნისის ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. კურორტ ბახმაროს 2019 წლის დასაწყისში დაბის სტატუსი მიენიჭა, ხოლო გაზაფხულზე – მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/46/246234611_102:0:1739:1228_1920x0_80_0_0_6082b623d2dc063f5a4e6aa9575c66e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გურია , კულტურა საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, გურია , კულტურა საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ბახმაროში ტრადიციული დოღი "ბახმაროს თასი 2025" იმართება
ბახმაროში დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა.
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. დღეს გურიაში, კურორტ ბახმაროში ტრადიციული დოღი – "ბახმაროს თასი 2025" იმართება.
ღონისძიებაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ათობით მხედარი იღებს - დოღში გამარჯვებულს 20 ათას ლარს გადასცემენ. დღის ბოლოს კი გაიმართება კონცერტი და მოეწყობა ფოიერვერკი.
ბახმაროში მთელი დღის განმავლობაში იმართება საბავშვო გასართობი აქტივობები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა. ფერიცვალების სახელობის ტაძარში უკვე შესრულდა საზეიმო ლიტურგია.
დოღს ესწრება პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
ბახმაროში დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა. ბახმაროში დოღი ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება.
ღონისძიებაში ყოველწლიურად ათობით მხედარი მონაწილეობს სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან. მონაწილეებისთვის დოღში გამარჯვება ღირსების საკითხია.
ღონისძიების მიზანია დოღის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაცია საქართველოში და ბახმაროს კურორტის განვითარება.
ბახმარო გურიის მხარეში ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში მდებარეობს და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო კლიმატით. ბახმაროში საკურორტო სეზონი ივნისის ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.
კურორტ ბახმაროს 2019 წლის დასაწყისში დაბის სტატუსი მიენიჭა, ხოლო გაზაფხულზე – მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.