https://sputnik-georgia.com/20250819/arqiepiskoposi-iakobi-ar-gvinda-avranelebivit-anukrainelebivit-sastik-pirobebsi-movxvdet-294597628.html
არქიეპისკოპოსი იაკობი: არ გვინდა ავღანელებივით ან უკრაინელებივით სასტიკ პირობებში მოვხვდეთ
არქიეპისკოპოსი იაკობი: არ გვინდა ავღანელებივით ან უკრაინელებივით სასტიკ პირობებში მოვხვდეთ
Sputnik საქართველო
სასულიერო პირის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები ადგილობრივ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და მომიტინგეებს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის იყენებენ იმ... 19.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-19T17:04+0400
2025-08-19T17:04+0400
2025-08-19T17:04+0400
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041662_0:320:3073:2048_1920x0_80_0_0_4ef88f8df365460388e0f691e931a420.jpg
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. ქართველ ხალხს სურს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და არ აღმოჩნდეს ისეთივე სასტიკ პირობებში, როგორშიც ავღანელები ან უკრაინელები არიან, განაცხადა ბოდბის მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგების დროს, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების შესახებ ევროკავშირის განცხადების კომენტირებისას.აგვისტოს ბოლოს იწურება ვადა, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს უვიზო რეჟიმის შენარჩუნების მიზნით პირობების შესასრულებლად მისცა.სასულიერო პირის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები ადგილობრივ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და მომიტინგეებს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის იყენებენ იმ საბაბით, თითქოს ხელისუფლება მათ უფლებებს არღვევს.„მათი ქვეყნებია, უნდათ მოგვცემენ ვიზას, უნდათ არ მოგვცემენ, ცუდი ისაა, შენიანებს რომ იყენებენ საბაბად, იმათ ექცევი ცუდადო. დემოკრატია ისაა, რომ უმრავლესობის ნებას უნდა დაყვეს უმცირესობა“, - განაცხადა არქიეპისკოპოსმა.მისი თქმით, საქართველოსთან ურთიერთობა თუ უნდათ, ჭეშმარიტი ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ და საქართველოც მიიღებს და გაიზიარებს იმას რაც ქვეყნისთვის კარგი იქნება.არქიეპისკოპოსმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობა იაფი მუშახელია, ხოლო თუ ქართველები მიდიან უცხოეთში ტურისტული ვიზიტით, ფულსაც ხარჯავენ იქ.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდება.საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041662_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_a2c112bc979046eefa74fd430be9c62b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
არქიეპისკოპოსი იაკობი: არ გვინდა ავღანელებივით ან უკრაინელებივით სასტიკ პირობებში მოვხვდეთ
სასულიერო პირის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები ადგილობრივ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და მომიტინგეებს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის იყენებენ იმ საბაბით, თითქოს ხელისუფლება მათ უფლებებს არღვევს.
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. ქართველ ხალხს სურს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და არ აღმოჩნდეს ისეთივე სასტიკ პირობებში, როგორშიც ავღანელები ან უკრაინელები არიან, განაცხადა ბოდბის მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგების დროს, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების შესახებ ევროკავშირის განცხადების კომენტირებისას.
აგვისტოს ბოლოს იწურება ვადა, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს უვიზო რეჟიმის შენარჩუნების მიზნით პირობების შესასრულებლად მისცა.
„ჩვენ არ გვინდა ან ავღანელებივით სასტიკ პირობებში მოვხვდეთ, ან უკრაინელებივით. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის“ და არ გვინდა ვიღაცებმა გვიწყვიტონ საქმე“, - განაცხადა ბოდბელმა არქიეპისკოპოსმა იაკობმა.
სასულიერო პირის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები ადგილობრივ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და მომიტინგეებს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის იყენებენ იმ საბაბით, თითქოს ხელისუფლება მათ უფლებებს არღვევს.
„მათი ქვეყნებია, უნდათ მოგვცემენ ვიზას, უნდათ არ მოგვცემენ, ცუდი ისაა, შენიანებს რომ იყენებენ საბაბად, იმათ ექცევი ცუდადო. დემოკრატია ისაა, რომ უმრავლესობის ნებას უნდა დაყვეს უმცირესობა“, - განაცხადა არქიეპისკოპოსმა.
მისი თქმით, საქართველოსთან ურთიერთობა თუ უნდათ, ჭეშმარიტი ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ და საქართველოც მიიღებს და გაიზიარებს იმას რაც ქვეყნისთვის კარგი იქნება.
არქიეპისკოპოსმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობა იაფი მუშახელია, ხოლო თუ ქართველები მიდიან უცხოეთში ტურისტული ვიზიტით, ფულსაც ხარჯავენ იქ.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდება.
საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.