https://sputnik-georgia.com/20250818/semekma-moqalaqeebs-ukanonod-daricxuli-tanxebi-camoawera-294585622.html
სემეკმა მოქალაქეებს უკანონოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა
სემეკმა მოქალაქეებს უკანონოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა
Sputnik საქართველო
მოქალაქეთა საჩირები შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს. 18.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-18T13:44+0400
2025-08-18T13:44+0400
2025-08-18T13:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
სემეკი
საზოგადოება
საქართველოს ენერგეტიკა
სოციალური სფერო საქართველოში
სოციალური სფერო საქართველოში–2018
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/15/238921504_0:89:2000:1214_1920x0_80_0_0_91cf903c5222ba56853fabede8d181d4.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) მოქალაქეებს 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული - ჯამში 350 ათასი ლარის ოდენობის თანხა ჩამოაწერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სემეკის ცნობით, კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ კომისიაში შესული მოქალაქეთა საჩირები შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჯარო სხდომებზე მარეგულირებელი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, მოქალაქეთა საჩივრები კომისიის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტმა შეისწავლა. მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების კომპანიების მიერ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ქოლცენტრის ნომერზე: 16-216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან ოფიციალური სოციალური გვერდების საშუალებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/15/238921504_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_ff7ee96f221b9b551f8cdadcc9b61763.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სემეკი, საზოგადოება, საქართველოს ენერგეტიკა, სოციალური სფერო საქართველოში, სოციალური სფერო საქართველოში–2018
ახალი ამბები, საქართველო, სემეკი, საზოგადოება, საქართველოს ენერგეტიკა, სოციალური სფერო საქართველოში, სოციალური სფერო საქართველოში–2018
სემეკმა მოქალაქეებს უკანონოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა
მოქალაქეთა საჩირები შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) მოქალაქეებს 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული - ჯამში 350 ათასი ლარის ოდენობის თანხა ჩამოაწერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სემეკის ცნობით, კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ კომისიაში შესული მოქალაქეთა საჩირები შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჯარო სხდომებზე მარეგულირებელი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, მოქალაქეთა საჩივრები კომისიის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტმა შეისწავლა.
მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების კომპანიების მიერ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ქოლცენტრის ნომერზე: 16-216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან ოფიციალური სოციალური გვერდების საშუალებით.