https://sputnik-georgia.com/20250818/rodis-swirdeba-rusetis-moqalaqes-saqartvelosi-binadrobistvis-rusetsi-gacemuli-cnoba-294582345.html
როდის სჭირდება რუსეთის მოქალაქეს საქართველოში ბინადრობისთვის რუსეთში გაცემული ცნობა
როდის სჭირდება რუსეთის მოქალაქეს საქართველოში ბინადრობისთვის რუსეთში გაცემული ცნობა
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ ორი მესამედი იღებს თანხმობას საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებაზე. 18.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-18T11:31+0400
2025-08-18T11:31+0400
2025-08-18T11:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261903589_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_98505621c994624ee173628b9294ccd1.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. რუსეთის ფედერაციაში გაცემული ნასამართლეობის არარსებობის შესახებ ცნობა რუსეთის მოქალაქეებისთვის საჭიროა მხოლოდ როგორც დამატებითი დოკუმენტი ბინადრობის უფლების გაცემისაც, იუწყება იუსტიციის სამინისტრო. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ქეისების შესახებ, როდესაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის შეტანისას რუსეთში გაცემული ნასამართლეობის არარსებობის შესახებ ცნობას სთხოვენ. როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტეს, რუსეთის ფედერაციაში გაცემული ნასამართლობის არარსებობის შესახებ ცნობის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი აუცილებელია სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცესი ჩერდება და აუცილებელია დამატებითი დოკუმენტები. ეს სტანდარტული პროცედურაა უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობისთვის. ბოლო მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ ორი მესამედი იღებს თანხმობას საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებაზე. ყველაზე მეტი უარყოფითი პასუხი მიიღეს რუსეთის იმ მოქალაქეებმა, რომლებიც შესაბამის უწყებას ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით სამსახურის დაწყების გამო ან მოკლე ვადით მიმართავენ. ბინადრობის ნებართვის მიღებაზე უარის ყველაზე დაბალი პროცენტი სწავლასთან დაკავშირებით მიმართვის შემთხვევაში, სპეციალური ბინადრობის ნებართვის შემთხვევაში და საქართველოს ყოფილი მოქალაქეების შემთხვევაში ფიქსირდება.ამასთან, 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა კიდევ უფრო გამკაცრდება. სამუშაო ბინადრობის ნებართვის მიღება მხოლოდ საქართველოში მუშაობის ნებართვის ქონის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261903589_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_f1366c03a44756ed4bfa8c0168ff3aeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, საზოგადოება
როდის სჭირდება რუსეთის მოქალაქეს საქართველოში ბინადრობისთვის რუსეთში გაცემული ცნობა
ბოლო მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ ორი მესამედი იღებს თანხმობას საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებაზე.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. რუსეთის ფედერაციაში გაცემული ნასამართლეობის არარსებობის შესახებ ცნობა რუსეთის მოქალაქეებისთვის საჭიროა მხოლოდ როგორც დამატებითი დოკუმენტი ბინადრობის უფლების გაცემისაც, იუწყება იუსტიციის სამინისტრო.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ქეისების შესახებ, როდესაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის შეტანისას რუსეთში გაცემული ნასამართლეობის არარსებობის შესახებ ცნობას სთხოვენ.
როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტეს, რუსეთის ფედერაციაში გაცემული ნასამართლობის არარსებობის შესახებ ცნობის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი აუცილებელია სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცესი ჩერდება და აუცილებელია დამატებითი დოკუმენტები. ეს სტანდარტული პროცედურაა უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობისთვის.
ბოლო მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ ორი მესამედი იღებს თანხმობას საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებაზე.
ყველაზე მეტი უარყოფითი პასუხი მიიღეს რუსეთის იმ მოქალაქეებმა, რომლებიც შესაბამის უწყებას ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით სამსახურის დაწყების გამო ან მოკლე ვადით მიმართავენ. ბინადრობის ნებართვის მიღებაზე უარის ყველაზე დაბალი პროცენტი სწავლასთან დაკავშირებით მიმართვის შემთხვევაში, სპეციალური ბინადრობის ნებართვის შემთხვევაში და საქართველოს ყოფილი მოქალაქეების შემთხვევაში ფიქსირდება.
ამასთან, 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა კიდევ უფრო გამკაცრდება. სამუშაო ბინადრობის ნებართვის მიღება მხოლოდ საქართველოში მუშაობის ნებართვის ქონის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.