დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს აირჩევენ

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები საქართველოში
არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2025
გამოწერა
წინასაარჩევნო კამპანიამ 5 აგვისტოს აიღო სტარტი. არჩევნებში 14 პარტია მიიღებს მონაწილეობს.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს აირჩევენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ავრცელებს.
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებსა და მერებს აირჩევენ, საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში 14 პარტია მიიღებს მონაწილეობს.
ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო კომისიების 9.153 ხელმძღვანელი პირსა და 15.255 წევრს აირჩევენ.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ 11-დან 14 აგვისტოს ჩათვლით განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის საშუალებით.
ცესკოს ცნობით, სულ შესულია 24.314 განაცხადი. კონკურსანტებიდან 9.117 საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის გამოცხადებულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, 15.197 - კი კომისიის წევრობის კონკურსში.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა. უწყების ინფორმაციით, 2023 წლიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე ჩატარდა სერტიფიცირების გამოცდები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
არჩევნები ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან ბოიკოტის ფონზე გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: "თავისუფლების მოედანი", "ხალხისთვის", "ევროპული საქართველო", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ახალი", "გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", "ფედერალისტები".
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა უმეტესობა უარს ამბობს 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე და აცხადებს, რომ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას "ხელისუფლების თამაშებში", რომელსაც "არალეგიტიმურს" უწოდებს, რადგანაც არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
ყველა ახალი ამბავი
0