https://sputnik-georgia.com/20250818/arcevnebi-2025-ceskosi-registracia-pirvelma-sadamkvirveblo-organizaciam-gaiara-294584382.html
არჩევნები-2025: ცესკოში რეგისტრაცია პირველმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გაიარა
არჩევნები-2025: ცესკოში რეგისტრაცია პირველმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გაიარა
Sputnik საქართველო
განაცხადების მიღების დასრულებისა და შემოწმების შემდეგ ცესკო თითოეული ორგანიზაციიდან დამკვირვებლების რაოდენობას გამოაქვეყნებს. 18.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-18T12:58+0400
2025-08-18T12:58+0400
2025-08-18T12:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცესკო
თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290551644_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_3eac1746997350bc0ced7dcb4752e8a4.jpg
თბილისი, 18 აგვისტო - Sputnik. 18 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა პირველი ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს დააკვირდება.ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებსა და მერებს აირჩევენ, საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანიამ 5 აგვისტოს აიღო სტარტი. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.არჩევნებისთვის პირველი დარეგისტრირდა ორგანიზაცია „სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის“.ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც რეგისტრაცია კენჭისყრამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე აქვს გავლილი, რომლის წესდება რეგისტრაციის მომენტისთვის არჩევნების მონიტორინგს და/ან ადამიანის უფლებების დაცვას ითვალისწინებს.განაცხადების მიღების დასრულებისა და შემოწმების შემდეგ ცესკო თითოეული ორგანიზაციიდან დამკვირვებლების რაოდენობას გამოაქვეყნებს.ერთ ადგილობრივ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანზე ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.არჩევნები ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან ბოიკოტის ფონზე გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ხალხისთვის“, „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა უმეტესობა უარს ამბობს 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე და აცხადებს, რომ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას „ხელისუფლების თამაშებში", რომელსაც „არალეგიტიმურს“ უწოდებს, რადგანაც არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290551644_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a924d207b7069c9d427f799e26383bbc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები
არჩევნები-2025: ცესკოში რეგისტრაცია პირველმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გაიარა
განაცხადების მიღების დასრულებისა და შემოწმების შემდეგ ცესკო თითოეული ორგანიზაციიდან დამკვირვებლების რაოდენობას გამოაქვეყნებს.
თბილისი, 18 აგვისტო - Sputnik. 18 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა პირველი ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს დააკვირდება.
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებსა და მერებს აირჩევენ, საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანიამ 5 აგვისტოს აიღო სტარტი. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.
არჩევნებისთვის პირველი დარეგისტრირდა ორგანიზაცია „სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის“.
ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც რეგისტრაცია კენჭისყრამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე აქვს გავლილი, რომლის წესდება რეგისტრაციის მომენტისთვის არჩევნების მონიტორინგს და/ან ადამიანის უფლებების დაცვას ითვალისწინებს.
განაცხადების მიღების დასრულებისა და შემოწმების შემდეგ ცესკო თითოეული ორგანიზაციიდან დამკვირვებლების რაოდენობას გამოაქვეყნებს.
ერთ ადგილობრივ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანზე ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
არჩევნები ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან ბოიკოტის ფონზე გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ხალხისთვის“, „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა უმეტესობა უარს ამბობს 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე და აცხადებს, რომ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას „ხელისუფლების თამაშებში", რომელსაც „არალეგიტიმურს“ უწოდებს, რადგანაც არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.