არასრულწლოვანი დამნაშავეები და მსხვერპლები საქართველოში - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2025
გამოწერა
2025 წლის იანვარ-ივლისში სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად 18 წლამდე 572 პირი აღიარეს
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის იანვარ-ივნისში სხვადასხვა დანაშაულისთვის 14-დან 17 წლამდე ასაკის 420 პირი დააკავეს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
მათგან 40% თბილისში დააკავეს. აჭარა მეორე ადგილზეა დანაშაულის ჩამდენი მოზარდების რაოდენობით, ხოლო იმერეთის რეგიონი მესამეზე ადგილზეა.
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ბრალი ქურდობაში ედება, მეორე ადგილზე კი ძარცვაა. გარდა ამისა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორისაა მუქარა, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად 18 წლამდე 572 პირი აღიარეს, მათგან ძირითადი ნაწილი ოჯახური ძალადობის და ცემის მსხვერპლია.
2025 წლის პირველ ოთხ თვეში 80 მოზარდი სექსუალური დანაშაულის მსხვერპლი გახდა. ესაა გაუპატიურება, სექსუალური კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან, ასევე გარყვნილი ქმედება.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.
ყველა ახალი ამბავი
0