https://sputnik-georgia.com/20250817/suramis-shemovliti-gzis-mshenebloba-dasrulda-294575100.html
სურამის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა
სურამის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა
Sputnik საქართველო
სურამის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ ავტოტრანსპორტი თბილისიდან სამტრედიამდე 230 კმ უწყვეტი ჩქაროსნული გზით ისარგებლებს. 17.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-17T11:00+0400
2025-08-17T11:00+0400
2025-08-17T11:00+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/16/249266581_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_20ce579c898aaa6c305df083e26c99f5.jpg
თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. სურამის შემოვლითი გზის (ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთი) სამშენებლო სამუშაოები დასრულდა, ავტოტრანსპორტისთვის ახალი გზა უკვე გაიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთი ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა. ახალი გზა გვერდს უვლის სურამსა და ჩუმათელეთს და რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს უერთდება. ახალი მონაკვეთი მოიცავს ოთხზოლიან, 6,4 კმ-იან მაგისტრალს, 11 ხიდსა და 5 გვირაბს.უწყების ცნობით, სურამის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მშენებლობის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა.პროექტი დაფინანსდა მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით - ჯამურმა ღირებულებამ 265 მლნ ლარი შეადგინა.სურამის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ ავტოტრანსპორტი თბილისიდან სამტრედიამდე 230 კმ უწყვეტი ჩქაროსნული გზით ისარგებლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/16/249266581_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_6850e6f0eb564e8c32b26e877ec6475f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
სურამის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა
სურამის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ ავტოტრანსპორტი თბილისიდან სამტრედიამდე 230 კმ უწყვეტი ჩქაროსნული გზით ისარგებლებს.
თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. სურამის შემოვლითი გზის (ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთი) სამშენებლო სამუშაოები დასრულდა, ავტოტრანსპორტისთვის ახალი გზა უკვე გაიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთი ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა. ახალი გზა გვერდს უვლის სურამსა და ჩუმათელეთს და რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს უერთდება. ახალი მონაკვეთი მოიცავს ოთხზოლიან, 6,4 კმ-იან მაგისტრალს, 11 ხიდსა და 5 გვირაბს.
უწყების ცნობით, სურამის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მშენებლობის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა.
გზა აშენებულია საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და აღჭურვილია თანამედროვე განათების სისტემით. პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს, გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და სრულად განტვირთავს სურამს ტრანზიტული სატრანსპორტო ნაკადისგან.
პროექტი დაფინანსდა მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით - ჯამურმა ღირებულებამ 265 მლნ ლარი შეადგინა.
სურამის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ ავტოტრანსპორტი თბილისიდან სამტრედიამდე 230 კმ უწყვეტი ჩქაროსნული გზით ისარგებლებს.