https://sputnik-georgia.com/20250817/saqartveloshi-piqsirebuli-internetis-sichaqaredabalia-294577653.html
საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე დაბალია - კვლევის შედეგები
საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე დაბალია - კვლევის შედეგები
Sputnik საქართველო
ფიქსირებული ინტერნეტის მაჩვენებლებისგან განსხვავებით, მობილური ინტერნეტის სიჩქარის მხრივ საქართველო რეგიონში ლიდერია. 17.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-17T15:00+0400
2025-08-17T15:00+0400
2025-08-17T15:42+0400
საქართველო
საზოგადოება
თანამედროვე ტექნოლოგიები
მსოფლიო ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23711/69/237116931_0:52:3073:1780_1920x0_80_0_0_7346f32ec808a738d8adc4f1a6017f1a.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. მსოფლიო ბანკის კვლევით, ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის დაბალი სიჩქარე სერიოზულ პრობლემად რჩება, იუწყება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.მსოფლიო ბანკმა კვლევა კომპანია Ookla-ს მიერ შეგროვებული ინტერნეტმომსახურების სიჩქარის ტესტის მონაცემების გამოყენებით განახორციელა. საქართველოს გარდა ანალოგიური ანალიზი ჩატარდა უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში. ანალიზი ეყრდნობა 2021 წლის იანვრიდან 2024 წლის ბოლომდე პერიოდში ჩატარებული 7 მილიონი ტესტის მედიანურ მაჩვენებლებს როგორც მობილური, ისე ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურებებისთვის.ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველოსთვის სიჩქარის ტესტის შედეგების 93%-მა 30 მბ/წმ-ზე დაბალი სიჩქარე აჩვენა, მაშინ როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი სომხეთისთვის – 80%, აზერბაიჯანისთვის – 90%, მოლდოვისთვის – 43%, ხოლო უკრაინისთვის 74% იყო.მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, რასაც საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში OpenNet-ის მიერ აშენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ზონებში ინტერნეტის სიჩქარეების ზრდის ტენდენცია მოწმობს.კერძოდ, 2025 წლისთვის Open Net-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, 12 ინტერნეტპროვაიდერი და ორი მობილური ოპერატორი მომსახურებას გაუწევს 60 ათასზე მეტ მოსახლეს და 100-ზე მეტ სკოლას 12 ქალაქსა და სოფელში.გარდა ამისა, 2021 წლიდან 2025 წლამდე აღნიშნული 12 ლოკაციიდან 10-ში ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის ზრდის მაჩვენებელი ქვეყნის საშუალო ზრდის მაჩვენებელს, რომელიც 10%-ს შეადგენს, მნიშვნელოვნად აღემატება: აბაშა – 39%, ამბროლაური – 85%, ბაღდათი – 27%, ჩოხატაური – 6%, ქობულეთი – 15%, ლენტეხი – 64%, ონი – 84%, ოზურგეთი – 14%, სამტრედია – 4%, ტყიბული – 36%, ცაგერი – 58%, წყალტუბო – 14%.მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული ანალიზის მიხედვით, ქვეყანაში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის სიჩქარის გამოწვევებზე ნათლად მიუთითებს საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამედიცინო ცენტრების, ასევე ფინანსური და საჯარო ინსტიტუტების ინტერნეტსიჩქარის ტესტირების შედეგებიც, სადაც ინტერნეტმომსახურების სიჩქარე, უმეტესად, არ აღემატებოდა 30 მბ/წმ-ს. ევროკავშირში დადგენილი სტანდარტის მიხედვით აღნიშნული დაწესებულებები მინიმუმ 1 გბ/წმ-იანი კავშირით უნდა სარგებლობდნენ.ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტიფიქსირებული ინტერნეტის მაჩვენებლებისგან განსხვავებით, მობილური ინტერნეტის სიჩქარის მხრივ საქართველო რეგიონში ლიდერია.მობილური ინტერნეტის სიჩქარეები 2024 წლის ბოლო პერიოდიდან მკვეთრი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც კომისიის მიერ 5G აუქციონის სამჯერ ჩატარებითა და სამივე მსხვილი ოპერატორის მიერ 5G ტექნოლოგიის დანერგვით არის განპირობებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23711/69/237116931_119:0:2850:2048_1920x0_80_0_0_01443e109bc89dcad28d55263c118f9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თანამედროვე ტექნოლოგიები , მსოფლიო ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, თანამედროვე ტექნოლოგიები , მსოფლიო ბანკი , ახალი ამბები
საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე დაბალია - კვლევის შედეგები
15:00 17.08.2025 (განახლებულია: 15:42 17.08.2025) ფიქსირებული ინტერნეტის მაჩვენებლებისგან განსხვავებით, მობილური ინტერნეტის სიჩქარის მხრივ საქართველო რეგიონში ლიდერია.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. მსოფლიო ბანკის კვლევით, ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის დაბალი სიჩქარე სერიოზულ პრობლემად რჩება, იუწყება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
მსოფლიო ბანკმა კვლევა კომპანია Ookla-ს მიერ შეგროვებული ინტერნეტმომსახურების სიჩქარის ტესტის მონაცემების გამოყენებით განახორციელა. საქართველოს გარდა ანალოგიური ანალიზი ჩატარდა უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში. ანალიზი ეყრდნობა 2021 წლის იანვრიდან 2024 წლის ბოლომდე პერიოდში ჩატარებული 7 მილიონი ტესტის მედიანურ მაჩვენებლებს როგორც მობილური, ისე ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურებებისთვის.
მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, საქართველოში ჩამოტვირთვის სიჩქარის მედიანური მაჩვენებელი 2024 წლის ივლისის მდგომარეობით, დაახლოებით, 20 მბ/წმ იყო, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებელი 150 მბ/წმ-ს უტოლდებოდა.
ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველოსთვის სიჩქარის ტესტის შედეგების 93%-მა 30 მბ/წმ-ზე დაბალი სიჩქარე აჩვენა, მაშინ როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი სომხეთისთვის – 80%, აზერბაიჯანისთვის – 90%, მოლდოვისთვის – 43%, ხოლო უკრაინისთვის 74% იყო.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, რასაც საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში OpenNet-ის მიერ აშენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ზონებში ინტერნეტის სიჩქარეების ზრდის ტენდენცია მოწმობს.
კერძოდ, 2025 წლისთვის Open Net-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, 12 ინტერნეტპროვაიდერი და ორი მობილური ოპერატორი მომსახურებას გაუწევს 60 ათასზე მეტ მოსახლეს და 100-ზე მეტ სკოლას 12 ქალაქსა და სოფელში.
გარდა ამისა, 2021 წლიდან 2025 წლამდე აღნიშნული 12 ლოკაციიდან 10-ში ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის ზრდის მაჩვენებელი ქვეყნის საშუალო ზრდის მაჩვენებელს, რომელიც 10%-ს შეადგენს, მნიშვნელოვნად აღემატება: აბაშა – 39%, ამბროლაური – 85%, ბაღდათი – 27%, ჩოხატაური – 6%, ქობულეთი – 15%, ლენტეხი – 64%, ონი – 84%, ოზურგეთი – 14%, სამტრედია – 4%, ტყიბული – 36%, ცაგერი – 58%, წყალტუბო – 14%.
მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული ანალიზის მიხედვით, ქვეყანაში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის სიჩქარის გამოწვევებზე ნათლად მიუთითებს საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამედიცინო ცენტრების, ასევე ფინანსური და საჯარო ინსტიტუტების ინტერნეტსიჩქარის ტესტირების შედეგებიც, სადაც ინტერნეტმომსახურების სიჩქარე, უმეტესად, არ აღემატებოდა 30 მბ/წმ-ს.
ევროკავშირში დადგენილი სტანდარტის მიხედვით აღნიშნული დაწესებულებები მინიმუმ 1 გბ/წმ-იანი კავშირით უნდა სარგებლობდნენ.
ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი
ფიქსირებული ინტერნეტის მაჩვენებლებისგან განსხვავებით, მობილური ინტერნეტის სიჩქარის მხრივ საქართველო რეგიონში ლიდერია.
მობილური ინტერნეტის სიჩქარეები 2024 წლის ბოლო პერიოდიდან მკვეთრი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც კომისიის მიერ 5G აუქციონის სამჯერ ჩატარებითა და სამივე მსხვილი ოპერატორის მიერ 5G ტექნოლოგიის დანერგვით არის განპირობებული.