https://sputnik-georgia.com/20250817/ramdeni-tanxa-gadmoricxes-migrantebma-saqartveloshi-294573304.html
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს. 17.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-17T09:51+0400
2025-08-17T09:51+0400
2025-08-16T18:32+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
საქსტატი
რუსეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_77a16c8553e431431174ac45550a9315.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2025 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 3,6%-ით გაიზარდა და 2.052 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.2025 წლის იანვარ-ივლისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 263,6 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 12,8%-ია, რაც 29,6%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.ივლისში ფულადი გზავნილები რუსეთიდან შემცირდა.ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2025 წლის ივლისში 13%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 337 მლნ დოლარი შეადგინა.2025 წლის ივლისში რუსეთიდან 45,3 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 13,4%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,5%-ით ნაკლებია.რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთშიივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 37,3 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,4%-ით მეტია.2025 წლის შვიდ თვეში საქართველოდან უცხოეთში 227,8 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2e36bcc86a57fa019cf30e51efe513a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, საქსტატი, რუსეთი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, საქსტატი, რუსეთი, ახალი ამბები
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2025 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 3,6%-ით გაიზარდა და 2.052 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა: 2024 წლის იანვარი–ივლისი
ქვეყანა | მოცუობა, მლნ დოლარი | ზრდა |
აშშ | 382,5 | 2,2 |
იტალია | 351,4 | 8,6 |
რუსეთი | 263,6 | -29,6 |
გერმანია | 172,5 | 21,2 |
საბერძნეთი | 164,4 | 15,5 |
2025 წლის იანვარ-ივლისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 263,6 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 12,8%-ია, რაც 29,6%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ივლისში ფულადი გზავნილები რუსეთიდან შემცირდა.
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2025 წლის ივლისში 13%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 337 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2025 წლის ივლისი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
აშშ | 60,9 | 21,0 |
იტალია | 55,7 | 14,0 |
რუსეთი | 45,3 | -0,5 |
გერმანია | 29,2 | 18,4 |
საბერძნეთი | 26,1 | 12,6 |
2025 წლის ივლისში რუსეთიდან 45,3 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 13,4%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,5%-ით ნაკლებია.
რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 37,3 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,4%-ით მეტია.
2025 წლის შვიდ თვეში საქართველოდან უცხოეთში 227,8 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია.