https://sputnik-georgia.com/20250817/mdinaradzis-komentari-trampi-putinis-shexvdraze-294579034.html
რა კითხვებს გასცა პასუხი ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ? - „ქართული ოცნების" მოსაზრება
რა კითხვებს გასცა პასუხი ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ? - „ქართული ოცნების" მოსაზრება
Sputnik საქართველო
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ანკორიჯში 15 აგვისტოს გაიმართა. 17.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-17T19:55+0400
2025-08-17T19:55+0400
2025-08-17T19:55+0400
საქართველო
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
აშშ
რუსეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590134_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e86c9c8affcb7cfd9bd81604b1d956ca.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოს ორი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერების, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრამ არაერთ მნიშვნელოვან კითხვას გასცა პასუხი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ანკორიჯში 15 აგვისტოს გაიმართა. მხარეებმა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში რიგ პოზიციებზე შეთანხმებას მიაღწიეს.ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ პასუხი გასვა შემდეგ კითხვებს:1. იყო თუ არა ეს ომი პროქსი-ომი? დიახ, ეს იყო დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება მესამე ქვეყნის ხელით. ეს ფაქტი თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.2. იყო თუ არა საქართველო მოაზრებული ამ ომში? დიახ, არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო, როგორც მეორე, პროქსი-სახელმწიფო და რომ არა ხელისუფლების სიმტკიცე, დღეს საქართველოსგან ნანგრევები იქნებოდა დარჩენილი.3. შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება? დიახ, ამერიკელებიც და რუსებიც, ლიდერების დონეზე თანხმდებიან, რომ ეს ომი არ მოხდებოდა, თანამდებობაზე ტრამპი (ანუ შესაბამისი პოლიტიკური ნება) რომ ყოფილიყო.4. იყო თუ არა ომისა და მშვიდობის დილემა რეალური? რა თქმა უნდა, ეს იყო მთავარი დილემა, რომლის წინაშეც საქართველო აღმოჩნდა.პოლიტიკოსის თქმით, ამისთვის უნდა დაისაჯოს ყველა ის აგენტი, ვინც საქართველოს ომში ჩათრევა სცადა, ქვეყანაში ფარულად შემოიყვანა ექს-პრეზიდენტი, ამჟამად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და სურდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა.შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან უახლოეს მომავალში შეხვედრის გამართვას ელის. ის ასევე დათანხმდა, რომ შემდეგი შეხვედრა, შესაძლოა, მოსკოვში გაიმართოს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590134_81:0:1220:854_1920x0_80_0_0_033f92790d7bc0a26cd9795a8caaae8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ , რუსეთი, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ , რუსეთი, ახალი ამბები
რა კითხვებს გასცა პასუხი ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ? - „ქართული ოცნების" მოსაზრება
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ანკორიჯში 15 აგვისტოს გაიმართა.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოს ორი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერების, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრამ არაერთ მნიშვნელოვან კითხვას გასცა პასუხი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ანკორიჯში 15 აგვისტოს გაიმართა. მხარეებმა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში რიგ პოზიციებზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ პასუხი გასვა შემდეგ კითხვებს:
1. იყო თუ არა ეს ომი პროქსი-ომი? დიახ, ეს იყო დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება მესამე ქვეყნის ხელით. ეს ფაქტი თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.
2. იყო თუ არა საქართველო მოაზრებული ამ ომში? დიახ, არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო, როგორც მეორე, პროქსი-სახელმწიფო და რომ არა ხელისუფლების სიმტკიცე, დღეს საქართველოსგან ნანგრევები იქნებოდა დარჩენილი.
3. შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება? დიახ, ამერიკელებიც და რუსებიც, ლიდერების დონეზე თანხმდებიან, რომ ეს ომი არ მოხდებოდა, თანამდებობაზე ტრამპი (ანუ შესაბამისი პოლიტიკური ნება) რომ ყოფილიყო.
4. იყო თუ არა ომისა და მშვიდობის დილემა რეალური? რა თქმა უნდა, ეს იყო მთავარი დილემა, რომლის წინაშეც საქართველო აღმოჩნდა.
„ჩვენ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, მივიღეთ უალტერნატივო გადაწყვეტილება, ქვეყანა და ასიათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაგვერჩინა. ამაში მძიმე პოლიტიკური ფასიც გადავიხადეთ", - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, ამისთვის უნდა დაისაჯოს ყველა ის აგენტი, ვინც საქართველოს ომში ჩათრევა სცადა, ქვეყანაში ფარულად შემოიყვანა ექს-პრეზიდენტი, ამჟამად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და სურდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა.
შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან უახლოეს მომავალში შეხვედრის გამართვას ელის. ის ასევე დათანხმდა, რომ შემდეგი შეხვედრა, შესაძლოა, მოსკოვში გაიმართოს.