მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზელენსკი უნდა დათანხმდეს რუსეთთან გარიგებაზე კონფლიქტის მოგვარებისთვის - ტრამპი

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2025
გამოწერა
ამერიკის ლიდერი ამტკიცებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად შეთანხმების მიღწევა ამიერიდან კიევსა და ევროპის ქვეყნებზეა დამოკიდებული
თბილისი, 16 აგვისტო - Sputnik. ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, კონფლიქტის მოსაგვარებლად რუსეთთან გარიგება გააფორმოს - ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების დადების თემაზე კომენტარი გააკეთა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკი უნდა დაეთანხმოს იმ ფაქტს, რომ რუსეთთან კონფლიქტში ის ბევრ რამეს კარგავს.
„მინდა ვნახო, შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას. გარიგება ჯერ მზად არ არის. და უკრაინა უნდა დათანხმდეს... ზელენსკი უნდა დაეთანხმოს“, - თქვა მან Fox News-თან ინტერვიუში.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინაში სიტუაციის მოსაგვარებლად შეთანხმების მიღწევა ახლა ზელენსკისა და ევროპის ქვეყნებზეა დამოკიდებული, რომლებიც „ვალდებულნი არიან მცირედით ჩაერიონ“.
გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ ის პუტინისა და ზელენსკის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. „მე იქ ვიქნები“, - განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, კონფლიქტის დასრულება მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება როგორც პუტინისთვის, ასევე ზელენსკისთვის.
რუსეთისა და ამერიკის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები 15 აგვისტოს ანკორიჯში გაიმართა. მხარეებმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში რამდენიმე პოზიციაზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს. სახელმწიფოს მეთაურები ასევე წინასწარ შეთანხმდნენ ახალი შეხვედრის დანიშვნაზე.
ყველა ახალი ამბავი
0