https://sputnik-georgia.com/20250816/ramdeni-bina-gaiyida-tbilissi-ivlisis-monacemebi-294552407.html
რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში - ივლისის მონაცემები
რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში - ივლისის მონაცემები
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის ივლისში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2024 წლის ივლისთან შედარებით 4%-ოთ გაიზარდა - გაყიდულია 3,7 ათასი ბინა, ნათქვამია... 16.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-16T12:55+0400
2025-08-16T12:55+0400
2025-08-16T12:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24423/57/244235792_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_ee820d9a5c9fda22b3947c76e789470d.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის ივლისში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2024 წლის ივლისთან შედარებით 4%-ოთ გაიზარდა - გაყიდულია 3,7 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.ბაზრის ზომა 22%-ით, 293 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.2025 წლის ივლისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით მხოლოდ 1.5%-ით გაიზარდა. ძველ პროექტებში ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებელია - 11,7%.2025 წლის ივლისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივლისთან შედარებით 23,8%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 14,7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 13,3%-ით მოიმატა.2025 წლის ივლისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივლისთან შედარებით 11%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 7,9%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 4,6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.კომპანიის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს დედაქალაქში ბინებზე მოთხოვნა 2023 წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა - 41,3 ათასი ბინა გაიყიდა. საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა 12%-ით გაიზარდა და 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24423/57/244235792_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_c9c93e58d7ecad1120e07125d33fc0b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის ივლისში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2024 წლის ივლისთან შედარებით 4%-ოთ გაიზარდა - გაყიდულია 3,7 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
ბაზრის ზომა 22%-ით, 293 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
2025 წლის ივლისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით მხოლოდ 1.5%-ით გაიზარდა. ძველ პროექტებში ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებელია - 11,7%.
2025 წლის ივლისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივლისთან შედარებით 23,8%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 14,7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 13,3%-ით მოიმატა.
2025 წლის ივლისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივლისთან შედარებით 11%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 7,9%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 4,6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
კომპანიის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს დედაქალაქში ბინებზე მოთხოვნა 2023 წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა - 41,3 ათასი ბინა გაიყიდა. საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა 12%-ით გაიზარდა და 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.