https://sputnik-georgia.com/20250816/kaxetsi-zarli-mokles-dakavebulia-erti-piri-294574244.html
კახეთში ძაღლი მოკლეს - დაკავებულია ერთი პირი
კახეთში ძაღლი მოკლეს - დაკავებულია ერთი პირი
Sputnik საქართველო
კაცმა ძაღლი პნევმატური იარაღიდან მოკლა, მას ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება 16.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-16T20:08+0400
2025-08-16T20:08+0400
2025-08-16T20:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ბრალდებულმა პნევმატური იარაღიდან ესროლა ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა. ასევე, ბრალდებულის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცხოველისადმი სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
კახეთში ძაღლი მოკლეს - დაკავებულია ერთი პირი
20:08 16.08.2025 (განახლებულია: 20:10 16.08.2025) კაცმა ძაღლი პნევმატური იარაღიდან მოკლა, მას ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ბრალდებულმა პნევმატური იარაღიდან ესროლა ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა. ასევე, ბრალდებულის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცხოველისადმი სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.