https://sputnik-georgia.com/20250816/erovnuli-biblioteka-110-atas-evrod-uzvelesi-wignis-sezenas-gegmavs-294547855.html
ეროვნული ბიბლიოთეკა 110 ათას ევროდ უძველესი წიგნის შეძენას გეგმავს
ეროვნული ბიბლიოთეკა 110 ათას ევროდ უძველესი წიგნის შეძენას გეგმავს
Sputnik საქართველო
რარიტეტული წიგნი ამჟამად საფრანგეთში მცხოვრები ბუკინისტის ჟან-ბაპტისტ დე პროიარის მფლობელობაშია. 16.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-16T10:48+0400
2025-08-16T10:48+0400
2025-08-16T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24285/07/242850736_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_130565fcd36df1180550bb31aef3ca2d.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა 1481 წელს გამოცემული დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედიის შეძენას გეგმავს, იუწყება პორტალი "bm.ge" წიგნი, რომლის შეძენასაც ბიბლიოთეკა გეგმავს, „ღვთაებრივი კომედიის" მეორე გამოცემაა, პირველად „ღვთაებრივი კომედია" 1472 წელს გამოიცა. წიგნი წარმოადგენს ინკუნაბულას ნაბეჭდ გამოცემას, რომელიც ხელითაა აწყობილი. გამოცემა ფოლიოს ფორმატშია დაბეჭდილი და ახლავს აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი მხატვრის, სანდრო ბოტიჩელის ჩანახატებზე დაფუძნებული ბაჩო ბალდინის (Baccio Baldini - რედ.) გრავირებული ილუსტრაციები. რარიტეტული წიგნი ამჟამად საფრანგეთში მცხოვრები ბუკინისტის, ჟან-ბაპტისტ დე პროიარის მფლობელობაშია და ბიბლიოთეკას მის შესაძენად 110 ათასი ევრო სჭირდება. „ღვთაებრივი კომედიის" რარიტეტული გამოცემა შეძენის შემდეგ წიგნის მუზეუმს გადაეცემა. წიგნის მუხეუმი თბილისში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მის ფონდებში 19.000-მდე ძველი და იშვიათი გამოცემაა დაცული. ღვთაებრივი კომედია (იტალ. Commedia, შემდგომში Divina Commedia) – პოემა,დანტე ალიგიერის მიერ დაახლ. 1308-1321 წლებშია დაწერილი. პოემა, რომელიც 14 წელიწადს იქმნებოდა, ეყრდნობა იმ დროისთვის გავრცელებულ მისტიკურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც იმქვეყნიური სამყაროს ხილვა სულის გადარჩენის გზაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24285/07/242850736_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_f0a173108f985e80661e2ddc1cb11590.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ეროვნული ბიბლიოთეკა 110 ათას ევროდ უძველესი წიგნის შეძენას გეგმავს
რარიტეტული წიგნი ამჟამად საფრანგეთში მცხოვრები ბუკინისტის ჟან-ბაპტისტ დე პროიარის მფლობელობაშია.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა 1481 წელს გამოცემული დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედიის შეძენას გეგმავს, იუწყება პორტალი "bm.ge"
წიგნი, რომლის შეძენასაც ბიბლიოთეკა გეგმავს, „ღვთაებრივი კომედიის" მეორე გამოცემაა, პირველად „ღვთაებრივი კომედია" 1472 წელს გამოიცა. წიგნი წარმოადგენს ინკუნაბულას ნაბეჭდ გამოცემას, რომელიც ხელითაა აწყობილი.
გამოცემა ფოლიოს ფორმატშია დაბეჭდილი და ახლავს აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი მხატვრის, სანდრო ბოტიჩელის ჩანახატებზე დაფუძნებული ბაჩო ბალდინის (Baccio Baldini - რედ.) გრავირებული ილუსტრაციები.
რარიტეტული წიგნი ამჟამად საფრანგეთში მცხოვრები ბუკინისტის, ჟან-ბაპტისტ დე პროიარის მფლობელობაშია და ბიბლიოთეკას მის შესაძენად 110 ათასი ევრო სჭირდება.
„ღვთაებრივი კომედიის" რარიტეტული გამოცემა შეძენის შემდეგ წიგნის მუზეუმს გადაეცემა.
„ის ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გადაწყვიტა და აქვს 1481 წელს გამოცმული ინკუნაბულას შეძენის შესაძლებლობა, ისტორიული მნიშვნელობისაა. იგი ღირსეულ ადგილს დაიკავებს წიგნის მუზეუმის უნიკალურ კოლექციაში, რაც აამაღლებს ბიბლიოთეკის კულტურულ ავტორიტეტს საერთაშორისო ასპარეზზე", - მიაჩნიათ ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
წიგნის მუხეუმი თბილისში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მის ფონდებში 19.000-მდე ძველი და იშვიათი გამოცემაა დაცული.
ღვთაებრივი კომედია (იტალ. Commedia, შემდგომში Divina Commedia) – პოემა,დანტე ალიგიერის მიერ დაახლ. 1308-1321 წლებშია დაწერილი. პოემა, რომელიც 14 წელიწადს იქმნებოდა, ეყრდნობა იმ დროისთვის გავრცელებულ მისტიკურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც იმქვეყნიური სამყაროს ხილვა სულის გადარჩენის გზაა.