https://sputnik-georgia.com/20250816/dmitri-medvedevma-alaskis-sexvedris-ziritadi-sedegebi-seajama-294568160.html
დმიტრი მედვედევმა ალასკის შეხვედრის ძირითადი შედეგები შეაჯამა
დმიტრი მედვედევმა ალასკის შეხვედრის ძირითადი შედეგები შეაჯამა
Sputnik საქართველო
პუტინი აშშ-ის ლიდერთან მოლაპარაკებები გამართა და უკრაინის კრიზისის მოგვარება განიხილა 16.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-16T16:04+0400
2025-08-16T16:04+0400
2025-08-16T16:04+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1b/275264317_0:59:2743:1601_1920x0_80_0_0_c0f502c8ab44a61dc558d00762b15c67.jpg
თბილისი, 16 აგვისტო - Sputnik. მოსკოვმა და ვაშინგტონმა მაღალი დონის შეხვედრების გამართვა განაახლეს, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა.რუსეთ-ამერიკის მაღალი დონის მოლაპარაკებები 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართა. პუტინმა და ტრამპმა დადებითად შეაფასეს სამიტი, რომელზეც უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება განიხილეს.მან ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა პირადად წარუდგინა დონალდ ტრამპს რუსეთის პირობები უკრაინის კონფლიქტის დასასრულებლად.მედვედევი მიიჩნევს, რომ რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის სამსაათიანი მოლაპარაკებების ერთ-ერთი შედეგია ის, რომ ვაშინგტონმა მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებაზე ჯერჯერობით უარი თქვა.ალიასკის სამიტმა დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელების ფონზე შეიძლება ტარდებოდეს, ხაზგასმით აღნიშნა მან.„მთავარი ის არის, რომ ორივე მხარემ პირდაპირ დააკისრა პასუხისმგებლობა კიევსა და ევროპაზე სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში სამომავლო შედეგების მიღწევაზე“, - დაასკვნა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა.რუსეთისა და ამერიკის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები 15 აგვისტოს ანკორიჯში გაიმართა. მხარეებმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში რამდენიმე პოზიციაზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს. სახელმწიფოს მეთაურები ახალ შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1b/275264317_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_3d678eea17d2861c45cf46cc0d867380.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ
დმიტრი მედვედევმა ალასკის შეხვედრის ძირითადი შედეგები შეაჯამა
პუტინი აშშ-ის ლიდერთან მოლაპარაკებები გამართა და უკრაინის კრიზისის მოგვარება განიხილა
თბილისი, 16 აგვისტო - Sputnik. მოსკოვმა და ვაშინგტონმა მაღალი დონის შეხვედრების გამართვა განაახლეს, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა.
რუსეთ-ამერიკის მაღალი დონის მოლაპარაკებები 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართა. პუტინმა და ტრამპმა დადებითად შეაფასეს სამიტი, რომელზეც უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება განიხილეს.
„რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უმაღლეს დონეზე აღდგა შეხვედრების სრულფასოვანი მექანიზმი. მშვიდი, ულტიმატუმებისა და მუქარის გარეშე“, - დაწერა რუსმა პოლიტიკოსმა თავის Telegram არხზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა პირადად წარუდგინა დონალდ ტრამპს რუსეთის პირობები უკრაინის კონფლიქტის დასასრულებლად.
მედვედევი მიიჩნევს, რომ რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის სამსაათიანი მოლაპარაკებების ერთ-ერთი შედეგია ის, რომ ვაშინგტონმა მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებაზე ჯერჯერობით უარი თქვა.
ალიასკის სამიტმა დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელების ფონზე შეიძლება ტარდებოდეს, ხაზგასმით აღნიშნა მან.
„მთავარი ის არის, რომ ორივე მხარემ პირდაპირ დააკისრა პასუხისმგებლობა კიევსა და ევროპაზე სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში სამომავლო შედეგების მიღწევაზე“, - დაასკვნა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა.
რუსეთისა და ამერიკის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები 15 აგვისტოს ანკორიჯში გაიმართა. მხარეებმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში რამდენიმე პოზიციაზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს. სახელმწიფოს მეთაურები ახალ შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.