https://sputnik-georgia.com/20250816/alibabacom-----294547045.html
Alibaba.com-ზე ქართული კომპანიები გამოჩნდებიან
Alibaba.com-ზე ქართული კომპანიები გამოჩნდებიან
Sputnik საქართველო
პირველ ეტაპზე, პლატფორმაზე 50-მდე ქართული კომპანიის რეგისტრაცია იგეგმება. 16.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-16T09:35+0400
2025-08-16T09:35+0400
2025-08-16T09:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
კომპანიების ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24290/31/242903177_0:182:2048:1334_1920x0_80_0_0_b5e76828c9000b8e06cf693be6b540b5.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფოს მხარდაჭერით Alibaba.com-ზე ქართული პროდუქციის განთავსება მასზე გლობალური ხელმისაწვდომობის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა. ელექტრონული კომერციის წამყვან B2B პლატფორმა Alibaba.com-ზე 50-მდე ქართული კომპანია პრემიუმ სტატუსით განთავსდება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მეწარმეობისა და ბიზნესის მხარდამჭერი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ექსპორტის ხელშეწყობა. „წლების განმავლობაში, სახელმწიფოს მხარეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პორტფელი ჩამოყალიბდა იმ პროგრამებისა და ხელშემწყობი ინსტრუმენტების, რომლებსაც, ძირითადად, პლატფორმის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჩვენს ექსპორტიორებს ვთავაზობთ - ეს არის გამოფენებში მონაწილეობა, ტექნიკური დახმარებები, საგრანტო პროგრამები თუ სხვადასხვა სახის ტრენინგები. ამ ეტაპზე ვაფართოებთ იმ სპექტრს, რაც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი ექსპორტიორებისთვის და ისინი Alibaba.com-ზე პროდუქციის განთავსებას შეძლებენ", - აღნიშნა ნადარეიშვილმა.სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ცნობით, უწყება სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს, ასევე პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. სააგენტოში განმარტავებ, რომ ქართული კომპანიები ისარგებლებენ ე.წ. Global Gold Supplier-ის სტატუსით. ეს არის ერთგვარი ვერიფიკაცია, რომელიც ზრდის კომპანიებისადმი ნდობას და პოტენციურ შემსყიდველებს ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. რაც შეეხება კომპანიების შერჩევის პროცედურებს, უწყების ცნობით, Alibaba.com-ზე განსათავსებლად კომპანიების შერჩევა ორ ეტაპად ხორციელდება: პირველ ეტაპზე მოხდა სააგენტოს ელექტონულ პლატფორმაზე (tradewithgeorgia.com) წლების მანძილზე ყველაზე მაღალი ქულების მქონე კომპანიების რანჟირება. მეორე ეტაპზე, ამ სიის Alibaba.com-ის გუნდისთვის წარდგენის შემდეგ, კომპანიები დამატებით ვერიფიკაციას გაივლიან. შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, სააგენტოს მხარდაჭერით მოხდება კომპანიების გადამზადება, რის შემდეგაც მათი პლატფორმაზე განთავსება დაიწყება. უახლოეს პერიოდში ასევე იგეგმება Alibaba.com-ის გუნდის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც კომპანიის წარმომადგენლები გაეცნობიან ქართულ პროდუქციას. Alibaba.com 1999 წელს დაარსდა. იგი ელექტრონული კომერციის წამყვანი B2B პლატფორმაა, რომელიც მყიდველებსა და მომწოდებლებს მსოფლიოს 200 ქვეყანასა და რეგიონში ემსახურება. პლატფორმა მოიცავს კომერციის სხვადასხვა მიმართულებას, რაც ეხმარება ბიზნესებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ხოლო მყიდველებს — პროდუქციის აღმოჩენაში, მომწოდებლების პოვნასა და შეკვეთების სწრაფად და ეფექტიანად განთავსებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24290/31/242903177_14:0:2035:1516_1920x0_80_0_0_766a7c31a66e8262a57bc3d95dc946a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, კომპანიების ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, კომპანიების ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
Alibaba.com-ზე ქართული კომპანიები გამოჩნდებიან
პირველ ეტაპზე, პლატფორმაზე 50-მდე ქართული კომპანიის რეგისტრაცია იგეგმება.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფოს მხარდაჭერით Alibaba.com-ზე ქართული პროდუქციის განთავსება მასზე გლობალური ხელმისაწვდომობის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
ელექტრონული კომერციის წამყვან B2B პლატფორმა Alibaba.com-ზე 50-მდე ქართული კომპანია პრემიუმ სტატუსით განთავსდება.
„სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და ელექტრონული კომერციის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Alibaba-ს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება, რომელიც ქართული საექსპორტო პროდუქციის, მათ შორის, პრემიალურ კატეგორიაში განთავსებას გულისხმობს, მასზე გლობალური ხელმისაწვდომობის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის და ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეებისა და ექსპორტიორებისთვის", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მეწარმეობისა და ბიზნესის მხარდამჭერი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ექსპორტის ხელშეწყობა.
„წლების განმავლობაში, სახელმწიფოს მხარეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პორტფელი ჩამოყალიბდა იმ პროგრამებისა და ხელშემწყობი ინსტრუმენტების, რომლებსაც, ძირითადად, პლატფორმის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჩვენს ექსპორტიორებს ვთავაზობთ - ეს არის გამოფენებში მონაწილეობა, ტექნიკური დახმარებები, საგრანტო პროგრამები თუ სხვადასხვა სახის ტრენინგები. ამ ეტაპზე ვაფართოებთ იმ სპექტრს, რაც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი ექსპორტიორებისთვის და ისინი Alibaba.com-ზე პროდუქციის განთავსებას შეძლებენ", - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ცნობით, უწყება სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს, ასევე პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.
სააგენტოში განმარტავებ, რომ ქართული კომპანიები ისარგებლებენ ე.წ. Global Gold Supplier-ის სტატუსით. ეს არის ერთგვარი ვერიფიკაცია, რომელიც ზრდის კომპანიებისადმი ნდობას და პოტენციურ შემსყიდველებს ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
რაც შეეხება კომპანიების შერჩევის პროცედურებს, უწყების ცნობით, Alibaba.com-ზე განსათავსებლად კომპანიების შერჩევა ორ ეტაპად ხორციელდება: პირველ ეტაპზე მოხდა სააგენტოს ელექტონულ პლატფორმაზე (tradewithgeorgia.com) წლების მანძილზე ყველაზე მაღალი ქულების მქონე კომპანიების რანჟირება. მეორე ეტაპზე, ამ სიის Alibaba.com-ის გუნდისთვის წარდგენის შემდეგ, კომპანიები დამატებით ვერიფიკაციას გაივლიან. შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, სააგენტოს მხარდაჭერით მოხდება კომპანიების გადამზადება, რის შემდეგაც მათი პლატფორმაზე განთავსება დაიწყება.
უახლოეს პერიოდში ასევე იგეგმება Alibaba.com-ის გუნდის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც კომპანიის წარმომადგენლები გაეცნობიან ქართულ პროდუქციას.
Alibaba.com 1999 წელს დაარსდა. იგი ელექტრონული კომერციის წამყვანი B2B პლატფორმაა, რომელიც მყიდველებსა და მომწოდებლებს მსოფლიოს 200 ქვეყანასა და რეგიონში ემსახურება. პლატფორმა მოიცავს კომერციის სხვადასხვა მიმართულებას, რაც ეხმარება ბიზნესებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ხოლო მყიდველებს — პროდუქციის აღმოჩენაში, მომწოდებლების პოვნასა და შეკვეთების სწრაფად და ეფექტიანად განთავსებაში.