https://sputnik-georgia.com/20250815/ucxouri-agentebis-kanoni-moqmedebasi-enjeoebi-sagangebo-gancxadebas-avrceleben-294546528.html
„უცხოური აგენტების“კანონი მოქმედებაში: „ენჯეოები“ საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
„უცხოური აგენტების“კანონი მოქმედებაში: „ენჯეოები“ საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
Sputnik საქართველო
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არ ეთანხმება კანონს „უცხოური აგენტების შესახებ“, სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი შეიძლება გახდეს 15.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-15T15:59+0400
2025-08-15T15:59+0400
2025-08-15T15:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1c/288132158_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_73c73ba1c984d83ea21262e9d8f39640.jpg
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ანტიკორუფციული სააგენტოსგან მიიღო წერილი მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლო დაწყების შესახებ, თუ ისინი არ დარეგისტრირდებიან „უცხოური პრინციპალის აგენტებად".მიმდინარე წლის ივნისიდან ანტიკორუფციული ბიურო შემდეგი ორგანიზაციების ფინანსებს იკვლევს: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „საფარი“, „მომავლის აკადემია“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“.„ენჯეოები“ აცხადებენ, რომ არ გაივლიან რეგისტრაციას, სისხლის სამართლებრივი დევნის მიუხედავად.„ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის და საქართველოს ინტერესებს. ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ასლიც თითქოს ეს კანონია, ჩვენ არ გვეკუთვნის ამ რეესტრში რეგისტრაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.კანონი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" ძალაში 2025 წლის 31 მაისს შევიდა, სწორედ მაშინ ამოქმედდა „უცხოელი აგენტების“ ან, როგორც მათ საქართველოში ოფიციალურად უწოდებენ, „უცხოური პრინციპალის აგენტების“ რეგისტრაციის ვებგვერდი.„უცხოური პრინციპალის აგენტებად" დასარეგისტრირებლად განაცხადი შეიტანა სამმა სამოქალაქო პირმა და ცხრა ორგანიზაციამ, ხოლო „უცხოური პრინციპალი" 11 უცხოური ორგანიზაცია გახდა.მოკლედ ტერმინოლოგიის შესახებტერმინი „უცხოური პრინციპალის“ ქვეშ იგულისხმება:რაც შეეხება ტერმინს „უცხოური პრინციპალის აგენტი“, კანონის თანახმად, მოიაზრება ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე და მოქმედებს უცხო სახელმწიფოს, ორგანოს, ორგანიზაციის ან უცხო მოქალაქის უფლებამოსილების, მოთხოვნების, ბრძანებების შესაბამისად ან კონტროლქვეშ.ამასთან, აგენტებად აღიარებული არიან პირები, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე რომლებიც მუშაობენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩევლად, სარეკლამო აგენტად, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლად ან პოლიტიკურ მრჩევლად უცხოელი პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე.„უცხოური აგენტების“ სიაში ასევე მოხვდებიან ისინი, ვინც დამოუკიდებლად ან სხვისი დახმარებით აგროვებენ, გამოყოფენ ან გადარიცხავენ შემოწირულობებს, სესხებს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობებს უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მის ინტერესებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1c/288132158_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_a2104894f9240d02a88e64ab2482c04c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
„უცხოური აგენტების“კანონი მოქმედებაში: „ენჯეოები“ საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არ ეთანხმება კანონს „უცხოური აგენტების შესახებ“, სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი შეიძლება გახდეს
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ანტიკორუფციული სააგენტოსგან მიიღო წერილი მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლო დაწყების შესახებ, თუ ისინი არ დარეგისტრირდებიან „უცხოური პრინციპალის აგენტებად".
მიმდინარე წლის ივნისიდან ანტიკორუფციული ბიურო შემდეგი ორგანიზაციების ფინანსებს იკვლევს: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „საფარი“, „მომავლის აკადემია“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“.
„11 აგვისტოს ექვსმა ორგანიზაციამ ანტიკორუფციული ბიუროს მორიგი წერილი მივიღეთ, რომლითაც ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას გვედავებიან, ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
„ენჯეოები“ აცხადებენ, რომ არ გაივლიან რეგისტრაციას, სისხლის სამართლებრივი დევნის მიუხედავად.
„ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის და საქართველოს ინტერესებს. ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ასლიც თითქოს ეს კანონია, ჩვენ არ გვეკუთვნის ამ რეესტრში რეგისტრაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.
კანონი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" ძალაში 2025 წლის 31 მაისს შევიდა, სწორედ მაშინ ამოქმედდა „უცხოელი აგენტების“ ან, როგორც მათ საქართველოში ოფიციალურად უწოდებენ, „უცხოური პრინციპალის აგენტების“ რეგისტრაციის ვებგვერდი.
„უცხოური პრინციპალის აგენტებად" დასარეგისტრირებლად განაცხადი შეიტანა სამმა სამოქალაქო პირმა და ცხრა ორგანიზაციამ, ხოლო „უცხოური პრინციპალი" 11 უცხოური ორგანიზაცია გახდა.
მოკლედ ტერმინოლოგიის შესახებ
ტერმინი „უცხოური პრინციპალის“ ქვეშ იგულისხმება:
უცხო სახელმწიფო ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ხელისუფლება;
პირი, რომელიც იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, „საქართველოში მუდმივად მცხოვრების“ სტატუსით;
პარტნიორთა ჯგუფი, ასოციაცია, კორპორაცია, ორგანიზაცია ან პირთა გაერთიანება, რომელთა საქმიანობა რეგულირდება უცხოური კანონმდებლობით.
რაც შეეხება ტერმინს „უცხოური პრინციპალის აგენტი“, კანონის თანახმად, მოიაზრება ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე და მოქმედებს უცხო სახელმწიფოს, ორგანოს, ორგანიზაციის ან უცხო მოქალაქის უფლებამოსილების, მოთხოვნების, ბრძანებების შესაბამისად ან კონტროლქვეშ.
ამასთან, აგენტებად აღიარებული არიან პირები, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე რომლებიც მუშაობენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩევლად, სარეკლამო აგენტად, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლად ან პოლიტიკურ მრჩევლად უცხოელი პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე.
„უცხოური აგენტების“ სიაში ასევე მოხვდებიან ისინი, ვინც დამოუკიდებლად ან სხვისი დახმარებით აგროვებენ, გამოყოფენ ან გადარიცხავენ შემოწირულობებს, სესხებს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობებს უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მის ინტერესებში.