https://sputnik-georgia.com/20250815/trami-putins-umarlesi-pativit-daxvdeba-media-294551045.html
ტრამპი პუტინს ალასკაზე უმაღლესი პატივით დახვდება - მედია
ტრამპი პუტინს ალასკაზე უმაღლესი პატივით დახვდება - მედია
Sputnik საქართველო
როგორც NBC სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, პუტინისთვის საზეიმო მიღების მზადება მიმდინარეობს 15.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-15T17:10+0400
2025-08-15T17:10+0400
2025-08-15T17:10+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
რუსეთი
დონალდ ტრამპი
ვლადიმირ პუტინი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/0f/294548189_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_35e37929f3f9390ca18f7ee1f898e2c1.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ალასკაში უმაღლესი პატივით დახვდეს და პირადად მიესალმოს მას ჩასვლისთანავე, იტყობინება NBC თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრის ზუსტი დეტალები ამჟამად შეთანხმების ეტაპზეა.რუსეთის და შეერთებული შტატების პრეზიდენტები 15 აგვისტოს მოლაპარაკებებს გამართავენ. ორი ლიდერის შეხვედრა „ელმენდორფ-რიჩარდსონის“ სამხედრო ბაზაზე შედგება.დელეგაციების შემადგენლობარუსეთის პრეზიდენტის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი. გარდა ამისა, შეხვედრას დაესწრებიან თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი.ტრამპის გარდა, ამერიკულ დელეგაციაში შედიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლატნიკი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი.თეთრი სახლის ცნობით, პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით 23:00 საათზე) დაიწყება. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება იქნება.სახელმწიფო მეთაურები თავდაპირველად პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რასაც მოჰყვება მოლაპარაკებები ორივე მხარის დელეგაციების მონაწილეობით.სამიტის შემდეგ პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/0f/294548189_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_8b434d59ada6b0554b0c3563dc348a45.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , რუსეთი, დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , რუსეთი, დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი
ტრამპი პუტინს ალასკაზე უმაღლესი პატივით დახვდება - მედია
როგორც NBC სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, პუტინისთვის საზეიმო მიღების მზადება მიმდინარეობს
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ალასკაში უმაღლესი პატივით დახვდეს და პირადად მიესალმოს მას ჩასვლისთანავე, იტყობინება NBC თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
„მოსალოდნელია, რომ პარასკევს ტრამპი „ელმენდორფ-რიჩარდსონის“ ბაზაზე წითელ ხალიჩას გაშლის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დასახვედრად“, - იუწყება ტელეარხი ადმინისტრაციის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრის ზუსტი დეტალები ამჟამად შეთანხმების ეტაპზეა.
რუსეთის და შეერთებული შტატების პრეზიდენტები 15 აგვისტოს მოლაპარაკებებს გამართავენ. ორი ლიდერის შეხვედრა „ელმენდორფ-რიჩარდსონის“ სამხედრო ბაზაზე შედგება.
დელეგაციების შემადგენლობა
რუსეთის პრეზიდენტის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი. გარდა ამისა, შეხვედრას დაესწრებიან თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი.
ტრამპის გარდა, ამერიკულ დელეგაციაში შედიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლატნიკი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი.
თეთრი სახლის ცნობით, პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით 23:00 საათზე) დაიწყება. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება იქნება.
სახელმწიფო მეთაურები თავდაპირველად პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რასაც მოჰყვება მოლაპარაკებები ორივე მხარის დელეგაციების მონაწილეობით.
სამიტის შემდეგ პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.