https://sputnik-georgia.com/20250815/erovnulma-bankma-hualing-grupis-mier-liberti-bankis-sezena-moiwona-294543078.html
ეროვნულმა ბანკმა Hualing Group-ის მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენა მოიწონა
ეროვნულმა ბანკმა Hualing Group-ის მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენა მოიწონა
Sputnik საქართველო
„ლიბერთი ბანკი“ გააგრძელებს საქმიანობას არსებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით როგორც „ბაზისბანკის“ შვილობილი კომპანია 15.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-15T10:34+0400
2025-08-15T10:34+0400
2025-08-15T10:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
კომპანიების ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/54/237275474_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_7a27edeb96383e347220cafeb68d8678.jpg
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოიწონა ჩინური კომპანია Hualing Group-ის საკუთრებაში არსებული Basisbank-ის ქვეყნის სისტემურ ბანკ Liberty Bank-თან შერწყმის შესაძლებლობა.კონცენტრაციის ფარგლებში, „ბაზისბანკი“ გეგმავს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95,99%-ის შეძენას. ეროვნული ბანკი გარიგების საბანკო სექტორის კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობის საკითხს 10 ივლისიდან სწავლობდა.ეროვნულმა ბანკმა განიხილა სს „ბაზისბანკის“ მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის საკითხი და დაადგინა, რომ კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე და იგი თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.წარმოდგენილი შეტყობინების განხილვის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა შესაბამის ბაზრად განსაზღვრა სასესხო პროდუქტების ბაზარი, რამდენადაც ორივე ბანკის შემთხვევაში, მიღებული შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენს სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლები.ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ თუ კონცენტრაციის შედეგად შესაბამის ბაზარზე ეკონომიკურ აგენტთა ერთობლივი საბაზრო წილი არ აღემატება 15%-ს, ასეთი კონცენტრაცია ივარაუდება, რომ არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას.Basisbank დაარსდა 1993 წელს. 2012 წელს ბანკის აქციების 90% Hualing Group-მა შეიძინა, რომელმაც მოგვიანებით თავისი წილი 92.3%-მდე გაზარდა. ბანკის აქტივები 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1.9 მილიარდ ლარს შეადგენდა.„ლიბერთი ბანკი" უკვე მრავალი წელია საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. მისი ერთობლივი აქტივები თითქმის 3 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო კაპიტალი - 200 მლნ ლარს.ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ამჟამად ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით. ბანკი ემსახურება 1,7 მილიონზე მეტ კლიენტს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/54/237275474_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_aecf3fcdb71bd6d73a68ccd5ab995e61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , კომპანიების ახალი ამბები
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , კომპანიების ახალი ამბები
ეროვნულმა ბანკმა Hualing Group-ის მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენა მოიწონა
„ლიბერთი ბანკი“ გააგრძელებს საქმიანობას არსებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით როგორც „ბაზისბანკის“ შვილობილი კომპანია
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოიწონა ჩინური კომპანია Hualing Group-ის საკუთრებაში არსებული Basisbank-ის ქვეყნის სისტემურ ბანკ Liberty Bank-თან შერწყმის შესაძლებლობა.
კონცენტრაციის ფარგლებში, „ბაზისბანკი“ გეგმავს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95,99%-ის შეძენას. ეროვნული ბანკი გარიგების საბანკო სექტორის კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობის საკითხს 10 ივლისიდან სწავლობდა.
გარიგების პირობების თანახმად, აქციების შეძენის შემდგომ პერიოდში „ლიბერთი ბანკი“ გააგრძელებს საქმიანობას არსებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით როგორც „ბაზისბანკის“ შვილობილი კომპანია, შემდგომი პერიოდი - ტრანზაქციის განხორციელებიდან 9-12 თვე გამოყენებული იქნება „ლიბერთი ბანკის“ „ბაზისბანკთან“ საბოლოო შერწყმის უზრუნველსაყოფად.
ეროვნულმა ბანკმა განიხილა სს „ბაზისბანკის“ მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის საკითხი და დაადგინა, რომ კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე და იგი თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
წარმოდგენილი შეტყობინების განხილვის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა შესაბამის ბაზრად განსაზღვრა სასესხო პროდუქტების ბაზარი, რამდენადაც ორივე ბანკის შემთხვევაში, მიღებული შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენს სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლები.
„შესაბამის ბაზარზე სს „ბაზისბანკის“ წილმა შეადგინა 4,51%, ხოლო სს „ლიბერთი ბანკის“ წილმა - 5,6%. ამდენად, დადგინდა, რომ კონცენტრაციის შედეგად მიღებულ საერთო საბაზრო წილი შეადგენს 10,11 %-ს“, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ თუ კონცენტრაციის შედეგად შესაბამის ბაზარზე ეკონომიკურ აგენტთა ერთობლივი საბაზრო წილი არ აღემატება 15%-ს, ასეთი კონცენტრაცია ივარაუდება, რომ არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას.
Basisbank დაარსდა 1993 წელს. 2012 წელს ბანკის აქციების 90% Hualing Group-მა შეიძინა, რომელმაც მოგვიანებით თავისი წილი 92.3%-მდე გაზარდა. ბანკის აქტივები 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1.9 მილიარდ ლარს შეადგენდა.
„ლიბერთი ბანკი" უკვე მრავალი წელია საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. მისი ერთობლივი აქტივები თითქმის 3 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო კაპიტალი - 200 მლნ ლარს.
ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ამჟამად ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით. ბანკი ემსახურება 1,7 მილიონზე მეტ კლიენტს.