https://sputnik-georgia.com/20250815/donald-trampi-da-vladimir-putini-ertmanets-ankorijsi-sexvdnen-294554013.html
დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს ანკორიჯში შეხვდნენ
დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს ანკორიჯში შეხვდნენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯის აეროპორტში შეხვდნენ და... 15.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-15T23:53+0400
2025-08-15T23:53+0400
2025-08-16T00:19+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
რუსეთი
დონალდ ტრამპი
ვლადიმირ პუტინი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/0f/294554189_0:0:3234:1819_1920x0_80_0_0_cbf53f7404e3d6ef23822f859c668b1e.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯის აეროპორტში შეხვდნენ და ხელი ჩამოართვეს.ორმა ლიდერმა მათთვის გაშლილ წითელ ხალიჩაზე გაიარა და ერთმანეთს მიესალმნენ. დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მოკლე გასაუბრება იყო. შემდეგ ლიდერები შეხვედრის ადგილისკენ ერთი ავტომობილით გაემართნენ.შეხვედრის დაწყებამდე მოსალოდნელია მოკლე განცხადებები.ორი ლიდერის შეხვედრა „ელმენდორფ-რიჩარდსონის“ სამხედრო ბაზაზე შედგება. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება იქნება.დელეგაციების შემადგენლობარუსეთის პრეზიდენტის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი. გარდა ამისა, შეხვედრას დაესწრებიან თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი.ტრამპის გარდა, ამერიკულ დელეგაციაში შედიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლატნიკი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/0f/294554189_126:0:2857:2048_1920x0_80_0_0_1fe527ab266755d40ab5b4802699e6f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , რუსეთი, დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , რუსეთი, დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯის აეროპორტში შეხვდნენ და ხელი ჩამოართვეს.
ორმა ლიდერმა მათთვის გაშლილ წითელ ხალიჩაზე გაიარა და ერთმანეთს მიესალმნენ. დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მოკლე გასაუბრება იყო. შემდეგ ლიდერები შეხვედრის ადგილისკენ ერთი ავტომობილით გაემართნენ.
შეხვედრის დაწყებამდე მოსალოდნელია მოკლე განცხადებები.
ორი ლიდერის შეხვედრა „ელმენდორფ-რიჩარდსონის“ სამხედრო ბაზაზე შედგება. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება იქნება.
დელეგაციების შემადგენლობა
რუსეთის პრეზიდენტის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი. გარდა ამისა, შეხვედრას დაესწრებიან თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი.
ტრამპის გარდა, ამერიკულ დელეგაციაში შედიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლატნიკი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი.