აღმოაჩნდა „მოლოტოვის კოქტეილი“: დავით ხომერიკს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

© photo: Sputnik / Stringerაქციები თბილისში. 2024 წლის ნოემბერი
აქციები თბილისში. 2024 წლის ნოემბერი - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2025
გამოწერა
ხომერიკმა დანაშაული არ აღიარა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება აბსურდულია.
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ხომერიკი, რომელიც მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით იყო დაკავებული, დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ხომერიკი 2024 წლის 2 დეკემბერს, ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. ჩხრეკის დროს მას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი აღმოაჩნდა.
ხომერიკმა დანაშაული არ აღიარა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება აბსურდულია.
საპროტესტო აქციები
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
მომიტინგეებმა მთავრობა ევროინტეგრაციაზე უარის თქმაში დაადანაშაულეს და ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს; მოგვიანებით, ამას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა - დაკავებულების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
ყველა ახალი ამბავი
0