https://sputnik-georgia.com/20250815/arcevnebi-2025-partiebis-registracia-dasrulda-294542795.html
არჩევნები-2025: პარტიების რეგისტრაცია დასრულდა
არჩევნები-2025: პარტიების რეგისტრაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
64 ქალაქისა და რაიონის მერის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. 15.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-15T09:33+0400
2025-08-15T09:33+0400
2025-08-15T09:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ცესკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/10/262120286_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_6e65f6e75f9e9bc0fbe071a6cf8341b4.jpg
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილა ყველა წარდგენილი განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რის შედეგადაც 14-მა პარტიამ გაიარა რეგისტრაცია და მიიღო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ნათქვამია საქართველოს ცესკოს ვებსაიტზე განთავსებულ დოკუმენტებში.64 ქალაქისა და რაიონის მერის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია 5 აგვისტოს დაიწყო.არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სულ 17-მა პარტიამ მიმართა. მათგან სამს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა -კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.შემდეგი ეტაპი პოლიტიკური პარტიებისთვის გულისხმობს პარტიული სიების, მაჟორიტარული ოლქებისა და მერობის კანდიდატების სიების წარდგენას, რომლებსაც პარტია წარუდგენს შესაბამის საარჩევნო კომისიას (არაუგვიანეს 4 სექტემბრისა), რის შემდეგაც დაიწყება წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებისა და რეგისტრაციის პროცესი.არჩევნებში მონაწილეობას შემდეგი პარტიები მიიღებენ (რიგითი ნომრებით):თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.არჩევნები ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან ბოიკოტის ფონზე გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ხალხისთვის“, „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა უმეტესობა უარს ამბობს 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე და აცხადებს, რომ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას „ხელისუფლების თამაშებში", რომელსაც „არალეგიტიმურს“ უწოდებს, რადგანაც არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/10/262120286_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_9111247f7fb5cf9310509eacf4fc4db0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ცესკო
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ცესკო
არჩევნები-2025: პარტიების რეგისტრაცია დასრულდა
64 ქალაქისა და რაიონის მერის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილა ყველა წარდგენილი განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რის შედეგადაც 14-მა პარტიამ გაიარა რეგისტრაცია და მიიღო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ნათქვამია საქართველოს ცესკოს ვებსაიტზე განთავსებულ დოკუმენტებში.
64 ქალაქისა და რაიონის მერის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია 5 აგვისტოს დაიწყო.
არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სულ 17-მა პარტიამ მიმართა. მათგან სამს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა -კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.
შემდეგი ეტაპი პოლიტიკური პარტიებისთვის გულისხმობს პარტიული სიების, მაჟორიტარული ოლქებისა და მერობის კანდიდატების სიების წარდგენას, რომლებსაც პარტია წარუდგენს შესაბამის საარჩევნო კომისიას (არაუგვიანეს 4 სექტემბრისა), რის შემდეგაც დაიწყება წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებისა და რეგისტრაციის პროცესი.
არჩევნებში მონაწილეობას შემდეგი პარტიები მიიღებენ (რიგითი ნომრებით):
„ძლიერი საქართველო – ლელო“ - 9
„გახარია საქართველოსთვის“ - 25
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 8
„კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 3
„მამული, ენა, სარწმუნოება“ - 1
„სახალხო ხელისუფლება“ - 4
„მემარცხენე ალიანსი“ - 10
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 5
„თავისუფალი საქართველო“ - 7
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
არჩევნები ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან ბოიკოტის ფონზე გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ხალხისთვის“, „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა უმეტესობა უარს ამბობს 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე და აცხადებს, რომ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას „ხელისუფლების თამაშებში", რომელსაც „არალეგიტიმურს“ უწოდებს, რადგანაც არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.