https://sputnik-georgia.com/20250814/xvica-kvaracxelias-psj-m-uefas-supertasi-moigo-294535081.html
ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ უეფას სუპერთასი მოიგო
ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ უეფას სუპერთასი მოიგო
Sputnik საქართველო
ხვიჩამ ფრანგული კლუბის შემადგენლობაში უკვე მეორე საერთაშორისო თასი მოიპოვა 14.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-14T11:56+0400
2025-08-14T11:56+0400
2025-08-14T11:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/02/293617556_0:456:1080:1064_1920x0_80_0_0_3a2e22cc894049ee23adeec560b4a7e4.jpg
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ჩემპიონთა თასის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის სუპერთასისთვის ევროპა ლიგის გამარჯვებულ „ტოტემჰემს“ დაუპირისპირდა, პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა და ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა.იტალიის ქალაქ უდინეში მატჩი ძირითად დროში ანგარიშით 2:2 დასრულდა.ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და თავის გამოჩენა ორჯერ შეეძლო – მე-8 წუთზე კარში დარტყმა სცადა, მაგრამ მცველებმა ხელი შეუშალეს, ხოლო 35-ე წუთზე, მისი გადაცემის შემდეგ გოლის გატანა უსმან დემბელეს შეეძლო, თუმცა მიზანს ააცილა.„ტოტენჰემს“ თამაშის უკეთესად დაწყება შეეძლო, მაგრამ 39-ე წუთზე მიკი ვან დე ვენმა ინგლისელების შეტევა დააგვირგვინა და ლონდონელები დააწინაურა.48-ე წუთზე კრისტიან რომერომ ფრანგების კარში მეორე გოლი გაიტანა და „პსჟ“ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.მე-60 წუთზე კვარაცხელია შეცვალეს. 85-ე წუთზე ლი კანგ-ინმა სხვაობა შეამცირა, ხოლო პირველი დამატებითი დროის მე-4 წუთზე გონსალო რამოშმა წონასწორობა აღადგინა - 2:2.გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ პარიზელებმა შეასრულეს, 4:3 მოიგეს და ევროპის სუპერთასის მფლობელები გახდნენ.პარიზელთა კარს იცავდა გუნდის დებიუტანტი ლიუკ შევალიე, რომელმაც მაღალი დონის პირველი მატჩი ჩაატარა.პარიზელებმა უეფას სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/02/293617556_0:355:1080:1165_1920x0_80_0_0_d8c0407a49e7da5f28ce84da45769117.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ უეფას სუპერთასი მოიგო
ხვიჩამ ფრანგული კლუბის შემადგენლობაში უკვე მეორე საერთაშორისო თასი მოიპოვა
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ჩემპიონთა თასის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის სუპერთასისთვის ევროპა ლიგის გამარჯვებულ „ტოტემჰემს“ დაუპირისპირდა, პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა და ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა.
იტალიის ქალაქ უდინეში მატჩი ძირითად დროში ანგარიშით 2:2 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და თავის გამოჩენა ორჯერ შეეძლო – მე-8 წუთზე კარში დარტყმა სცადა, მაგრამ მცველებმა ხელი შეუშალეს, ხოლო 35-ე წუთზე, მისი გადაცემის შემდეგ გოლის გატანა უსმან დემბელეს შეეძლო, თუმცა მიზანს ააცილა.
„ტოტენჰემს“ თამაშის უკეთესად დაწყება შეეძლო, მაგრამ 39-ე წუთზე მიკი ვან დე ვენმა ინგლისელების შეტევა დააგვირგვინა და ლონდონელები დააწინაურა.
48-ე წუთზე კრისტიან რომერომ ფრანგების კარში მეორე გოლი გაიტანა და „პსჟ“ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
მე-60 წუთზე კვარაცხელია შეცვალეს. 85-ე წუთზე ლი კანგ-ინმა სხვაობა შეამცირა, ხოლო პირველი დამატებითი დროის მე-4 წუთზე გონსალო რამოშმა წონასწორობა აღადგინა - 2:2.
გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ პარიზელებმა შეასრულეს, 4:3 მოიგეს და ევროპის სუპერთასის მფლობელები გახდნენ.
პარიზელთა კარს იცავდა გუნდის დებიუტანტი ლიუკ შევალიე, რომელმაც მაღალი დონის პირველი მატჩი ჩაატარა.
პარიზელებმა უეფას სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგეს.