https://sputnik-georgia.com/20250814/saqartvelosi-mewarme-qalebis-produqciis-umsxvilesi-gamofena-gaimarteba-294532253.html
საქართველოში მეწარმე ქალების პროდუქციის უმსხვილესი გამოფენა გაიმართება
საქართველოში მეწარმე ქალების პროდუქციის უმსხვილესი გამოფენა გაიმართება
Sputnik საქართველო
გამოფენაში საქართველოდან 200-მდე ქალი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. 14.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-14T09:34+0400
2025-08-14T09:34+0400
2025-08-14T09:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283559067_0:210:3067:1935_1920x0_80_0_0_25ddf0c95eab2a90b7c201aeff076ba3.jpg
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. დაიწყო რეგისტრაცია „მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაზე EXPO 2025“, სადაც იქნება წარმოდგენილი ადგილობრივი მეწარმე ქალების პროდუქცია - მოვლის საშუალებები, დეკორი, ავეჯი, ღვინო, კვების პროდუქტები, იუწყებიან ორგანიზატორები.გამოფენა Expo Georgia-ს საგამოფენო სივრცის მე-9 პავილიონში 13-14 სექტემბერს 10 საათიდან 19 საათამდე გაიმართება. ექსპოზიციის მთავარი ორგანიზატორია „გაეროს ქალთა ორგანიზაცია“.გამოფენაში მონაწილეობა შეუძლიათ მეწარმე-ქალებს, ან ქალის მიერ დაარსებული ბიზნესის მეპატრონე ქალებს. განაცხადები 25 აგვისტომდე მიიღება. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.გამოფენაში საქართველოდან 200-მდე ქალი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების მიზანია ქალებისთვის ცნობადობის და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების გაზრდა, ინკლუზიური ბაზრების შექმნის ხელშეწყობა და ინკლუზიური საწარმოო ჯაჭვების და პროდუქციის გასაღების გაფართოება.გამოფენაში მონაწილე მეწარმეები გაივლიან ტრენინგს წამყვანი კომპანიების სპეციალისტებთან, მოამზადებენ საინვესტიციო წინადადებებს და შეხვდებიან კოლეგებს ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყნიდან.გარდა ამისა, შერჩეულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, 2026 წლის გაზაფხულზე შეხვდნენ ინვესტორებს. ღონისძიება ხელს შეუწყობს ქალთა მეწარმეობის განვითარებას, სასარგებლო ცოდნის გაზიარებას და პერსპექტიული პარტნიორობის დამყარებას.გასულ წელს გამოფენაში 160-ზე მეტმა ქალმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა, თავად ღონისძიებას კი დაახლოებით 4 ათასი ადამიანი ესტუმრა, რომელთათვისაც გამოფენა-გაყიდვა ბიზნეს კავშირების გაფართოებისა და პროდუქციის პოპულარიზაციის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.„მეწარმე ქალების“ გამოფენა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „სათანადო მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში იმართება, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283559067_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_aa92062fd17e71c79226b6435e47dad6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოში მეწარმე ქალების პროდუქციის უმსხვილესი გამოფენა გაიმართება
გამოფენაში საქართველოდან 200-მდე ქალი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. დაიწყო რეგისტრაცია „მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაზე EXPO 2025“, სადაც იქნება წარმოდგენილი ადგილობრივი მეწარმე ქალების პროდუქცია - მოვლის საშუალებები, დეკორი, ავეჯი, ღვინო, კვების პროდუქტები, იუწყებიან ორგანიზატორები.
გამოფენა Expo Georgia-ს საგამოფენო სივრცის მე-9 პავილიონში 13-14 სექტემბერს 10 საათიდან 19 საათამდე გაიმართება. ექსპოზიციის მთავარი ორგანიზატორია „გაეროს ქალთა ორგანიზაცია“.
გამოფენაში მონაწილეობა შეუძლიათ მეწარმე-ქალებს, ან ქალის მიერ დაარსებული ბიზნესის მეპატრონე ქალებს. განაცხადები 25 აგვისტომდე მიიღება. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.
გამოფენაში საქართველოდან 200-მდე ქალი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების მიზანია ქალებისთვის ცნობადობის და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების გაზრდა, ინკლუზიური ბაზრების შექმნის ხელშეწყობა და ინკლუზიური საწარმოო ჯაჭვების და პროდუქციის გასაღების გაფართოება.
გამოფენაში მონაწილე მეწარმეები გაივლიან ტრენინგს წამყვანი კომპანიების სპეციალისტებთან, მოამზადებენ საინვესტიციო წინადადებებს და შეხვდებიან კოლეგებს ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყნიდან.
გარდა ამისა, შერჩეულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, 2026 წლის გაზაფხულზე შეხვდნენ ინვესტორებს. ღონისძიება ხელს შეუწყობს ქალთა მეწარმეობის განვითარებას, სასარგებლო ცოდნის გაზიარებას და პერსპექტიული პარტნიორობის დამყარებას.
გასულ წელს გამოფენაში 160-ზე მეტმა ქალმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა, თავად ღონისძიებას კი დაახლოებით 4 ათასი ადამიანი ესტუმრა, რომელთათვისაც გამოფენა-გაყიდვა ბიზნეს კავშირების გაფართოებისა და პროდუქციის პოპულარიზაციის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.
„მეწარმე ქალების“ გამოფენა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „სათანადო მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში იმართება, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული.