https://sputnik-georgia.com/20250814/qutaisis-aeroportidan-veneciis-mimartulebit-inisneba-294537422.html
ქუთაისის აეროპორტიდან რეისები ვენეციის მიმართულებით დაინიშნება
ქუთაისის აეროპორტიდან რეისები ვენეციის მიმართულებით დაინიშნება
Sputnik საქართველო
ვენეცია ქუთაისიდან მესამე მიმართულება იქნება რომისა და მილანის შემდეგ. 14.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-14T15:54+0400
2025-08-14T15:54+0400
2025-08-14T15:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/04/271921538_0:308:3094:2048_1920x0_80_0_0_ee2af4f0ad054860cf0f1cb0e8cc7469.jpg
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 2025 წლის 2 დეკემბრიდან ვენეცია დაემატება, იუწყება საქართველოს ეკონმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს თანამედროვე, Airbus A321neo ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს. ვენაცია Wizz Air-ისთვის ქუთაისიდან მესამე მიმართულება იქნება რომისა და მილანის შემდეგ. ავიაკომპანია Wizz Air-მა 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის. 2022 წლიდან ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. ამ ეტაპზე Wizz Air-ი ქუთაისიდან 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ცოტა ხნის წინ აღდგენილი მიმართულებებია მადრიდი (ესპანეთი) და ჰამბურგი (გერმანია), ასევე ლიონი. 2025 წლის 7 თვის მონაცემებით, Wizz Air საქართველოში 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. მხოლოდ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ავიაკომპანიამ ქუთაისიდან და ქუთაისში დაახლოებით 4 800 რეისი შეასრულა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თითქმის 9%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/04/271921538_363:0:3094:2048_1920x0_80_0_0_bee51eb637883a2cb54f35cfc381f815.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ქუთაისის აეროპორტიდან რეისები ვენეციის მიმართულებით დაინიშნება
ვენეცია ქუთაისიდან მესამე მიმართულება იქნება რომისა და მილანის შემდეგ.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 2025 წლის 2 დეკემბრიდან ვენეცია დაემატება, იუწყება საქართველოს ეკონმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს თანამედროვე, Airbus A321neo ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს.
„ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. ორი ისტორიული ქალაქის - ქუთაისისა და ვენეციის დაკავშირებით მოგზაურობა საქართველოსა და იტალიას შორის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, კომფორტული და მრავალფეროვანი გახდება", - აღნიშნავენ სამინისტროში.
ვენაცია Wizz Air-ისთვის ქუთაისიდან მესამე მიმართულება იქნება რომისა და მილანის შემდეგ.
ავიაკომპანია Wizz Air-მა 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის.
2022 წლიდან ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. ამ ეტაპზე Wizz Air-ი ქუთაისიდან 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ცოტა ხნის წინ აღდგენილი მიმართულებებია მადრიდი (ესპანეთი) და ჰამბურგი (გერმანია), ასევე ლიონი.
2025 წლის 7 თვის მონაცემებით, Wizz Air საქართველოში 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. მხოლოდ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ავიაკომპანიამ ქუთაისიდან და ქუთაისში დაახლოებით 4 800 რეისი შეასრულა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თითქმის 9%-ით მეტია.