https://sputnik-georgia.com/20250814/mtavroba-qartvel-fermerebs-arastandartuli-vaslis-gasarebasi-daexmareba-294540662.html
მთავრობა ქართველ ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის გასაღებაში დაეხმარება
მთავრობა ქართველ ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის გასაღებაში დაეხმარება
Sputnik საქართველო
პროექტში ჩართული ხილის გადამამუშავებელი საწარმოები ვალდებულნი არიან ელექტრონულად დარეგისტრირდნენ საკოორდინაციო შტაბში. 14.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-14T21:57+0400
2025-08-14T21:57+0400
2025-08-14T21:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/07/290240273_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_29b708fb0f73f360cd845bd86eee704b.jpg
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა 2025 წელსაც გაგრძელდება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.ვაშლი, ისევე როგორც ატამი, ყურძენი და მანდარინი, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ვაშლის ჩაბარება სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყება.პირობის მიხედვით, თუ გადამმუშავებელი კომპანიები ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად ჩაიბარებენ, ყოველ კილოგრამზე 10 თეთრის სუბსიდიას მიიღებენ.პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვაშლის ჩაბარების პროცესს კოორდინაციას ადგილზე გაუწევს.პროექტში ჩართული ხილის გადამამუშავებელი საწარმოები ვალდებულნი არიან ელექტრონულად დარეგისტრირდნენ საკოორდინაციო შტაბში.არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების სტიმულირების პროგრამა საქართველოში 2020 წლიდან ხორციელდება. ის საშუალებას აძლევს ფერმერებს, უხარისხო ვაშლი ხელმისაწვდომ ფასად გაყიდონ. ამავდროულად, ის ხელს უწყობს ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფას. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე გადის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/07/290240273_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_8b270326522365bfb37abc1394b40d50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
მთავრობა ქართველ ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის გასაღებაში დაეხმარება
პროექტში ჩართული ხილის გადამამუშავებელი საწარმოები ვალდებულნი არიან ელექტრონულად დარეგისტრირდნენ საკოორდინაციო შტაბში.
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა 2025 წელსაც გაგრძელდება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.
ვაშლი, ისევე როგორც ატამი, ყურძენი და მანდარინი, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ვაშლის ჩაბარება სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყება.
პირობის მიხედვით, თუ გადამმუშავებელი კომპანიები ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად ჩაიბარებენ, ყოველ კილოგრამზე 10 თეთრის სუბსიდიას მიიღებენ.
პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვაშლის ჩაბარების პროცესს კოორდინაციას ადგილზე გაუწევს.
პროექტში ჩართული ხილის გადამამუშავებელი საწარმოები ვალდებულნი არიან ელექტრონულად დარეგისტრირდნენ საკოორდინაციო შტაბში.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების სტიმულირების პროგრამა საქართველოში 2020 წლიდან ხორციელდება. ის საშუალებას აძლევს ფერმერებს, უხარისხო ვაშლი ხელმისაწვდომ ფასად გაყიდონ. ამავდროულად, ის ხელს უწყობს ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფას. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე გადის.