https://sputnik-georgia.com/20250814/fuli-tu-ewvianoba-ra-gaxda-zugdidsi-sazareli-mkvlelobis-motivi-294538710.html
ფული თუ ეჭვიანობა: რა გახდა ზუგდიდში საზარელი მკვლელობის მოტივი
ფული თუ ეჭვიანობა: რა გახდა ზუგდიდში საზარელი მკვლელობის მოტივი
Sputnik საქართველო
მედიამ ზუგდიდში მომხდარი 42 წლის ქალის, ნათია აფხაზავას მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია. 14.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-14T20:02+0400
2025-08-14T20:02+0400
2025-08-14T20:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
სამეგრელო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1a/250714817_0:6:2501:1412_1920x0_80_0_0_d6b89108de4eb34ac2e1e2fa16e628b6.jpg
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდში მომხდარი 42 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა თვითდაზიანება მიიყენა და იგი ბადრაგის თანხლებით ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, იუყწება ქართული მედია. გავრცელებული ინფორმაციით, ნათია ხაჩატურიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, მას შესაბამისი პროცედურები უკვე ჩაუტარდა. ნათია ხაჩატურიანი პოლიცამ განზარახ მკვლელობის ბრალდებით გუშინ დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ზუგდიდში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 42 წლის ქალს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 42 წლის ნათია აფხაზავაა, ის სოფელ ოდიშიდან იყო. წლები გერმანიაში ცხოვრობდა, გერმანელი მეუღლე და და ორი მცირეწლოვანი შვილი. ახლა შვილებთან ერთად ყოფილა საქართველოში ჩამოსული და ორ დღეში უკან უნდა დაბრუნებულიყო. ქალს სხეულზე 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული მეგობრობდნენ. ადგილობრივების თქმით, მოკლული ქალი ამ ოჯახის ნათესავია. მკვლელობაში ბრალდებულის ქმარი და ნათია აფხაზავა ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. თავდაპირველად საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციას, რომ თითქოს მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, ამას ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ. რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება ჯერჯერობით უცნობია. ერთი ვერსიით, კონფლიქტის მიზეზი ფულია. როგორც მოკლულისა და ბრალდებულის ახლობლები ჰყვებიან, მოკლულ ქალს თანხა გამოუგზავნია ნათია აფხაზავასთვის, რათა ბათუმში მდებარე მისი ბინა გაერემონტებინა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზარახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1a/250714817_113:0:2338:1669_1920x0_80_0_0_63a9bb3477e1afec7d073eaba5ede27b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, სამეგრელო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, სამეგრელო
ფული თუ ეჭვიანობა: რა გახდა ზუგდიდში საზარელი მკვლელობის მოტივი
მედიამ ზუგდიდში მომხდარი 42 წლის ქალის, ნათია აფხაზავას მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდში მომხდარი 42 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა თვითდაზიანება მიიყენა და იგი ბადრაგის თანხლებით ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, იუყწება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ნათია ხაჩატურიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, მას შესაბამისი პროცედურები უკვე ჩაუტარდა.
„ზუსტად ვერ დავაკონკრეტებ რა დროს მიიყენა ქალმა თვითდაზიანება, თუმცა გადარჩა", – წერს მედია.
ნათია ხაჩატურიანი პოლიცამ განზარახ მკვლელობის ბრალდებით გუშინ დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ზუგდიდში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 42 წლის ქალს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 42 წლის ნათია აფხაზავაა, ის სოფელ ოდიშიდან იყო. წლები გერმანიაში ცხოვრობდა, გერმანელი მეუღლე და და ორი მცირეწლოვანი შვილი. ახლა შვილებთან ერთად ყოფილა საქართველოში ჩამოსული და ორ დღეში უკან უნდა დაბრუნებულიყო.
ქალს სხეულზე 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული მეგობრობდნენ. ადგილობრივების თქმით, მოკლული ქალი ამ ოჯახის ნათესავია. მკვლელობაში ბრალდებულის ქმარი და ნათია აფხაზავა ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან.
თავდაპირველად საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციას, რომ თითქოს მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, ამას ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ.
რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება ჯერჯერობით უცნობია. ერთი ვერსიით, კონფლიქტის მიზეზი ფულია. როგორც მოკლულისა და ბრალდებულის ახლობლები ჰყვებიან, მოკლულ ქალს თანხა გამოუგზავნია ნათია აფხაზავასთვის, რათა ბათუმში მდებარე მისი ბინა გაერემონტებინა.
„ფული გამოუგზავნია ამ ქალთან ბინის გასარემონტებელი. რომ ჩამოვიდა ბინა გაურემონტებელი დახვედრია ნათიას და ამის გამო მოსვლიათ ჩხუბი. მერე ეტყობა დანა აიღო და ასე სასიკვდილოდ გაიმეტა. რომ მიხვდა მოკლა, თვითდაზიანება მიუყენებია. ახლა კლინიკაში რჩება. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს", - ამბობს მოკლული ქალის ახლობელი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზარახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.