https://sputnik-georgia.com/20250813/saqartveloshi-nba-skola-gaixsneba-294524050.html
საქართველოში NBA-ს საკალათბურთო სკოლა შემოდის
საქართველოში NBA-ს საკალათბურთო სკოლა შემოდის
Sputnik საქართველო
JBS Academy-ის დამფუძნებლის ლევან ახვლედიანის განცხადებით, პროექტი თითოეულ ბავშვს მისცემს შესაძლებლობას აისრულოს საკუთარი ოცნება და მოხვდეს ეროვნულ... 13.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-13T18:08+0400
2025-08-13T18:08+0400
2025-08-13T18:08+0400
საქართველო
თბილისი დღეს
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0b/251999834_0:115:2206:1355_1920x0_80_0_0_4c31869c49b10dca7475cd69e87c2168.jpg
თბილისი, 13 аაგვისტო — Sputnik. თბილისში NBA-ს პირველი ოფიციალური საკალათბურთო სკოლა სექტემბერში გაიხსნება, იუწყება პირველი არხი.NBA-ის საკალათბურთო სკოლები უკვე 20-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს, მათ შორის საფრანგეთში, ინდოეთში, ლიეტუვაში, პორტუგალიასა და იაპონიაში.10-14 სექტემბერს 6-18 წლის ახალგაზრდებისათვის NBA-ს საკალათბურთო სკოლის პირველი ახალგაზრდული საშემოდგომო ბანაკი გაიმართება, ხოლო სრულფასოვანი პროგრამა 29 სექტემბერს დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: www.nbabasketballschool.ge.სწავლება მოიცავს უნარების განვითარებას, შეხვედრებსა და 5X5-ზე თამაშებს, ასევე ცხოვრებისეული უნარების სესიებს. პროგრამა შემუშავდა NBA-ს საერთაშორისო კალათბურთის ოპერაციების დეპარტამენტის მიერ NBA-ს მოქმედ და ყოფილ მწვრთნელებთან, მოთამაშეებთან და მოთამაშეთა განვითარების სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად.JBS Academy-ის დამფუძნებლის ლევან ახვლედიანის განცხადებით, რომლის ხელშეწყობითაც თბილისში NBA-ს სკოლა გაიხსნება, პროექტი თითოეულ ბავშვს მისცემს შესაძლებლობას აისრულოს საკუთარი ოცნება და მოხვდეს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში.JB Academy-ის მთავარი მიზანია ქართველ ახალგაზრდებს მიეცეთ წვდომა მსოფლიო დონის რესურსებზე, გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე, რომლებიც აქამდე მიუწვდომელი იყო.ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია (NBA) არის გლობალური სპორტული და მედიაორგანიზაცია, რომელიც კალათბურთის საშუალებით მთელ მსოფლიოში ადამიანებს აერთიანებს.მის შემადგენლობაში შედის ხუთი პროფესიონალური ლიგა: NBA, WNBA, NBA G League, NBA 2K League და Basketball Africa League. NBA-ს საერთაშორისო სისტემა მოიცავს თამაშებსა და პროგრამებს 214 ქვეყანაში, 60 ენაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0b/251999834_123:0:2082:1469_1920x0_80_0_0_e89c1a2a87e7085994b36d16f3fb1ff1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში NBA-ს საკალათბურთო სკოლა შემოდის
JBS Academy-ის დამფუძნებლის ლევან ახვლედიანის განცხადებით, პროექტი თითოეულ ბავშვს მისცემს შესაძლებლობას აისრულოს საკუთარი ოცნება და მოხვდეს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში.
თბილისი, 13 аაგვისტო — Sputnik. თბილისში NBA-ს პირველი ოფიციალური საკალათბურთო სკოლა სექტემბერში გაიხსნება, იუწყება პირველი არხი.
NBA-ის საკალათბურთო სკოლები უკვე 20-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს, მათ შორის საფრანგეთში, ინდოეთში, ლიეტუვაში, პორტუგალიასა და იაპონიაში.
10-14 სექტემბერს 6-18 წლის ახალგაზრდებისათვის NBA-ს საკალათბურთო სკოლის პირველი ახალგაზრდული საშემოდგომო ბანაკი გაიმართება, ხოლო სრულფასოვანი პროგრამა 29 სექტემბერს დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: www.nbabasketballschool.ge.
სწავლება მოიცავს უნარების განვითარებას, შეხვედრებსა და 5X5-ზე თამაშებს, ასევე ცხოვრებისეული უნარების სესიებს. პროგრამა შემუშავდა NBA-ს საერთაშორისო კალათბურთის ოპერაციების დეპარტამენტის მიერ NBA-ს მოქმედ და ყოფილ მწვრთნელებთან, მოთამაშეებთან და მოთამაშეთა განვითარების სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად.
JBS Academy-ის დამფუძნებლის ლევან ახვლედიანის განცხადებით, რომლის ხელშეწყობითაც თბილისში NBA-ს სკოლა გაიხსნება, პროექტი თითოეულ ბავშვს მისცემს შესაძლებლობას აისრულოს საკუთარი ოცნება და მოხვდეს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში.
„ჩვენთვის ეს მხოლოდ პროგრამა არ არის – ეს არის შესაძლებლობა, რომ თითოეულმა ბავშვმა შეძლოს ოცნებების ასრულება, ივარჯიშოს პროფესიონალივით, იგრძნოს საკუთარი თავის მნიშვნელობა და დაიჯეროს, რომ ერთ დღეს ისიც შეძლებს NBA-ში მოხვედრას და თამაშს“", - აღნიშნა ახვლედიანმა.
JB Academy-ის მთავარი მიზანია ქართველ ახალგაზრდებს მიეცეთ წვდომა მსოფლიო დონის რესურსებზე, გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე, რომლებიც აქამდე მიუწვდომელი იყო.
ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია (NBA) არის გლობალური სპორტული და მედიაორგანიზაცია, რომელიც კალათბურთის საშუალებით მთელ მსოფლიოში ადამიანებს აერთიანებს.
მის შემადგენლობაში შედის ხუთი პროფესიონალური ლიგა: NBA, WNBA, NBA G League, NBA 2K League და Basketball Africa League. NBA-ს საერთაშორისო სისტემა მოიცავს თამაშებსა და პროგრამებს 214 ქვეყანაში, 60 ენაზე.