https://sputnik-georgia.com/20250813/sapensio-aqtivebi-saqartveloshi-ivlisis-statistika-294496871.html
საპენსიო აქტივები საქართველოში: ივლისის სტატისტიკა
საპენსიო აქტივები საქართველოში: ივლისის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა. 13.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-13T10:52+0400
2025-08-13T10:52+0400
2025-08-13T11:42+0400
საქართველო
საპენსიო სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280697023_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_522b8a7a3b768a60f57466e7f1d757f2.jpg
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ, 2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, 7,2 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 1,8 მლრდ ლარს გადააჭარბა, იუწყება საქართველოს საპენსიო ფონდი.ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1 მილიონ 655 ათასი ადამიანია ჩართული. აქედან 21,972 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ 95,4 მლნ ლარი შეადგინა.ამ პერიოდშიც ლიდერობს დინამიური პორტფელი.2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 31 ივლისამდე რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) ასე გამოიყურება:დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280697023_106:0:2837:2048_1920x0_80_0_0_5eafdf13fc12ff0dc7b5c346765c31e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპენსიო სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საპენსიო სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საპენსიო აქტივები საქართველოში: ივლისის სტატისტიკა
10:52 13.08.2025 (განახლებულია: 11:42 13.08.2025) დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ, 2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, 7,2 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 1,8 მლრდ ლარს გადააჭარბა, იუწყება საქართველოს საპენსიო ფონდი.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1 მილიონ 655 ათასი ადამიანია ჩართული. აქედან 21,972 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ 95,4 მლნ ლარი შეადგინა.
ამ პერიოდშიც ლიდერობს დინამიური პორტფელი.
2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 31 ივლისამდე რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) ასე გამოიყურება:
დინამიკური პორტფელი – 13,3%,
დაბალანსებული პორტფელი – 12,5%,
კონსერვატიული პორტფელი – 11,5%.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.