https://sputnik-georgia.com/20250813/psj-totengems-daupirispirdeba-294523616.html
კვარაცხელიას „პსჟ“ უეფას სუპერთასისთვის „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება
კვარაცხელიას „პსჟ“ უეფას სუპერთასისთვის „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება
Sputnik საქართველო
შესაძლოა, ქართველმა ვინგერმა დღეს უეფას სუპერთასი მოიგოს 13.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-13T16:39+0400
2025-08-13T16:39+0400
2025-08-13T16:39+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0b/292450048_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_d7a112479d1167541f61256db6da9e38.jpg
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“, რომლის შემადგენლობაშიც ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, უეფას სუპერთასის მატჩში ევროპის ლიგის გამარჯვებულ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება.მატჩი 13 აგვისტოს იტალიის ქალაქ უდინეში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.ტურნირის ფინალურ მატჩში პარიზელებს შემადგენლობაში არ ეყოლება პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, იტალიელი ჯანლუიჯი დონარუმა. იგი განაცხადიდან მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ამოიღო. შესაძლებელია, რომ კარში ადგილი „პსჟ"-ს სათადარიგო მეკარემ, რუსმა მატვეი საფონოვმა დაიკავოს.ბოლო მონაცემებით, დონარუმასადმი ინტერესს ინგლისური კლუბები „მანჩესტერ სიტი" და „მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენენ.რაც შეეხება სუპერთასის მატჩს, პარიზელები შეხვედრისთვის უკვე ერთი კვირაა ინტენსიურად ემზადებიან.აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებისკენ გზაზე „პსჟ"-მ პრემიერ-ლიგის ოთხი კლუბი ერთდროულად დაამარცხა: „მანჩესტერ სიტი", „ლივერპული", „ასტონ ვილა" და „არსენალი" - თუმცა, აშშ-ში გამართული კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის „ჩელსისთან" დამარცხდა.ამ სეზონში „პსჟ"-მ, კვარაცხელიასთან ერთად, რომელმაც გუნდის გამარჯვებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ოთხი ტიტული მოიპოვა - ლუის ენრიკეს გუნდმა ლიგა 1, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი და უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0b/292450048_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_ce2d8953f47dff90021d3ac0ee328620.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კვარაცხელიას „პსჟ“ უეფას სუპერთასისთვის „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება
შესაძლოა, ქართველმა ვინგერმა დღეს უეფას სუპერთასი მოიგოს
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“, რომლის შემადგენლობაშიც ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, უეფას სუპერთასის მატჩში ევროპის ლიგის გამარჯვებულ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება.
მატჩი 13 აგვისტოს იტალიის ქალაქ უდინეში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ტურნირის ფინალურ მატჩში პარიზელებს შემადგენლობაში არ ეყოლება პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, იტალიელი ჯანლუიჯი დონარუმა. იგი განაცხადიდან მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ამოიღო. შესაძლებელია, რომ კარში ადგილი „პსჟ"-ს სათადარიგო მეკარემ, რუსმა მატვეი საფონოვმა დაიკავოს.
„ეს მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ჩემს მიერ გაკეთებულ არჩევანზე. გადაწყვეტილება მეკარის თამაშის სტილს უკავშირდება“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.
ბოლო მონაცემებით, დონარუმასადმი ინტერესს ინგლისური კლუბები „მანჩესტერ სიტი" და „მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენენ.
რაც შეეხება სუპერთასის მატჩს, პარიზელები შეხვედრისთვის უკვე ერთი კვირაა ინტენსიურად ემზადებიან.
„არ ვიცი, როგორი იქნება „ტოტენჰემის“ გეგმა. გუნდმა ცოტა ხნის წინ მწვრთნელი შეიცვალა. ისინი უკვე ერთი თვეა ერთად ვარჯიშობენ, ჩვენ კი მხოლოდ ერთი კვირა. თუმცა, ეს მიზეზი არ არის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებისკენ გზაზე „პსჟ"-მ პრემიერ-ლიგის ოთხი კლუბი ერთდროულად დაამარცხა: „მანჩესტერ სიტი", „ლივერპული", „ასტონ ვილა" და „არსენალი" - თუმცა, აშშ-ში გამართული კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის „ჩელსისთან" დამარცხდა.
ამ სეზონში „პსჟ"-მ, კვარაცხელიასთან ერთად, რომელმაც გუნდის გამარჯვებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ოთხი ტიტული მოიპოვა - ლუის ენრიკეს გუნდმა ლიგა 1, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი და უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო.