https://sputnik-georgia.com/20250813/kievi-putini-trampis-shexvedristvis-provokacias-amzadebs-294514591.html
რუსეთის თავდაცვის უწყება: კიევი პუტინი-ტრამპის შეხვედრის ჩასაშლელად პროვოკაციას ამზადებს
რუსეთის თავდაცვის უწყება: კიევი პუტინი-ტრამპის შეხვედრის ჩასაშლელად პროვოკაციას ამზადებს
Sputnik საქართველო
რუსი სამხედროების ინფორმაციით, მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩუგუევში საცხოვრებელ უბანზე ან საავადმყოფოზე დარტყმას აპირებენ, რათა... 13.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-13T09:25+0400
2025-08-13T09:25+0400
2025-08-13T09:34+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/03/265712516_0:149:3138:1914_1920x0_80_0_0_e5fae1c61e025203ee816b8249186aef.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. კიევის ხელისუფლება პროვოკაციას ამზადებს, რათა ჩაშალოს 15 აგვისტოს დაგეგმილი რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა, განაცხადეს სამშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.როგორც უწყებაში აღნიშეს, ამის შესახებ ინფორმაცია რუსმა სამხედროებმა რამდენიმე არხით მიიღეს. თავდაცვის სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არსებული ინფორმაციით, უშუალოდ ალასკის სამიტამდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაგეგმეს ქალაქის ერთ-ერთ კვარტალზე ან საავადმყოფოზე უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით დარტყმა. მისი შედეგები, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი რაოდენობით მსხვერპლი, დასავლელმა ჟურნალისტებმა უნდა დააფიქსირონ.უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ მათ სურთ პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დააკისრონ. ეს გაკეთდება მედიაში ნეგატიური ფონის შესაქმნელად და მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები პარასკევს ალასკაში მოლაპარაკებებს გამართავენ, რომლის მთავარი თემაც უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იქნება. არის ვარაუდი, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი რუსეთის ტერიტორიაზე გაიმართება. ბოლო წუთამდე მხარეები შეხვედრის ზუსტ ადგილს არ ასაჯაროებდნენ, თუმცა ერთი დღით ადრე აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ განაცხადა, რომ 15 აგვისტოს ანკორიჯში „VIP-პერსონების გადაყვანა“ იგეგმება და რომ ამ დღეს ქალაქის თავზე ცა 30 მილის რადიუსში ფრენებისთვის დაიკეტება.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/03/265712516_209:0:2940:2048_1920x0_80_0_0_9c2b7b63526ec6c53a6843ebbda6fa47.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , აშშ , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , აშშ , პოლიტიკა
რუსეთის თავდაცვის უწყება: კიევი პუტინი-ტრამპის შეხვედრის ჩასაშლელად პროვოკაციას ამზადებს
09:25 13.08.2025 (განახლებულია: 09:34 13.08.2025) რუსი სამხედროების ინფორმაციით, მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩუგუევში საცხოვრებელ უბანზე ან საავადმყოფოზე დარტყმას აპირებენ, რათა შემდეგ ამაში რუსეთის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულონ.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. კიევის ხელისუფლება პროვოკაციას ამზადებს, რათა ჩაშალოს 15 აგვისტოს დაგეგმილი რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა, განაცხადეს სამშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.
როგორც უწყებაში აღნიშეს, ამის შესახებ ინფორმაცია რუსმა სამხედროებმა რამდენიმე არხით მიიღეს.
„ამ მიზნით, ორშაბათს, 11 აგვისტოს, უშიშროების სამსახურის მანქანებით ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევში უცხოური მედიასაშუალებების ჟურნალისტების ჯგუფი „ფრონტის წინა ხაზზე მცხოვრებთა შესახებ რეპორტაჟების სერიის მომზადების“ საბაბით ჩაიყვანეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არსებული ინფორმაციით, უშუალოდ ალასკის სამიტამდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაგეგმეს ქალაქის ერთ-ერთ კვარტალზე ან საავადმყოფოზე უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით დარტყმა. მისი შედეგები, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი რაოდენობით მსხვერპლი, დასავლელმა ჟურნალისტებმა უნდა დააფიქსირონ.
უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ მათ სურთ პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დააკისრონ. ეს გაკეთდება მედიაში ნეგატიური ფონის შესაქმნელად და მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით.
„პროვოკაციები ასევე შესაძლებელია კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებად სხვა დასახლებულ პუნქტებშიც“, - განაცხადეს პრეს-სამსახურში.
აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები პარასკევს ალასკაში მოლაპარაკებებს გამართავენ, რომლის მთავარი თემაც უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იქნება. არის ვარაუდი, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი რუსეთის ტერიტორიაზე გაიმართება. ბოლო წუთამდე მხარეები შეხვედრის ზუსტ ადგილს არ ასაჯაროებდნენ, თუმცა ერთი დღით ადრე აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ განაცხადა, რომ 15 აგვისტოს ანკორიჯში „VIP-პერსონების გადაყვანა“ იგეგმება და რომ ამ დღეს ქალაქის თავზე ცა 30 მილის რადიუსში ფრენებისთვის დაიკეტება.