https://sputnik-georgia.com/20250813/gvinis-kompaniebze-subsidia-agar-gaicema-294520101.html
ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა: ჭარბ ყურძენს სახელმწიფო კომპანია ჩაიბარებს
ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა: ჭარბ ყურძენს სახელმწიფო კომპანია ჩაიბარებს
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ყურძნის შესყიდვის სუბსიდირებას 2020 წლიდან ახორციელებდა. 13.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-13T15:00+0400
2025-08-13T15:00+0400
2025-08-13T15:00+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
რთველი
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/12/289951094_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_bfb4be3092ea3b172d95ddbeab6bf88d.jpg
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის რთველის სუბსიდირების მოდელი წარადგინა, რომლის თანახმადაც, წლევანდელ რთველზე ყურძნის ჭარბ რაოდენობას სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს.საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 ივლისის განკარგულებაში „2025 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, გასული წლებისგან განსხვავებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა და ჭარბ ყურძენს მხოლოდ სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია" შეიძენს.სააგენტოს ცნობით, 2025 წელს რთველის სუბსიდიის მოცულობა 50 მილიონი ლარი იქნება. ამასთან, განსხვავებული იქნება ხარისხიანი და დაზიანებული ყურძნისთვის გასაცემი სუბსიდიის ფასიც. კერძოდ, დაზიანებული ყურძნის შესყიდვა 20%-ით უფრო იაფად მოხდება, ვიდრე ხარისხიანი ყურძნის.უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით, ათასობით მევენახე-ფერმერს მევენახეობის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაცია ეძლევა, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ზრდისთვის.2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათას ტონის ფარგლებშია- რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად.ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. „რთველი 2025"-ის საკოორდინაციო შტაბის მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი გურჯაანი.ყურძნის სუბსიდირება მევენახე-ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას 2020 წლიდან ახორციელებდა. 2024 წელს სახელმწიფო სუბსიდია იმ კომპანიებმა მიიღეს, რომლებმაც შეიძინეს და გადაამუშავეს არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის" ჯიშის ყურძენი და შესყიდული ერთი კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ ფერმერს გადაუხდეს არანაკლებ 1 ლარი. სუბსიდიის ოდენობამ კილოგრამზე 0,2 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ „საფერავის" ჯიშის ყურძენი 1,50 ლარად ჩაიბარა. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხვანჭკარის" წარმოებისთვის 1 კგ „ალექსანდროულისა“ და 1 კგ „მუჯურეთულის“ შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებმა 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია მიიღეს. სუბსიდიის მისაღებად ღვინის კომპანია ვალდებული იყო ფერმერისთვის 1 კგ ყურძენზე არანაკლებ 8 ლარი გადაეხადა და ასევე აღნიშნული ჯიშის მინიმუმ სამი ტონა ყურძენი შეესყიდა. 2024 წელს რთველის ფარგლებში გადამუშავდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის - 320 ათას ტონამდე ყურძენი, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/12/289951094_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_278fb3a2c8de568666896cc913ad60af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, რთველი , საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, რთველი , საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა: ჭარბ ყურძენს სახელმწიფო კომპანია ჩაიბარებს
საქართველოს მთავრობა ყურძნის შესყიდვის სუბსიდირებას 2020 წლიდან ახორციელებდა.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის რთველის სუბსიდირების მოდელი წარადგინა, რომლის თანახმადაც, წლევანდელ რთველზე ყურძნის ჭარბ რაოდენობას სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 ივლისის განკარგულებაში „2025 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, გასული წლებისგან განსხვავებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა და ჭარბ ყურძენს მხოლოდ სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია" შეიძენს.
სააგენტოს ცნობით, 2025 წელს რთველის სუბსიდიის მოცულობა 50 მილიონი ლარი იქნება. ამასთან, განსხვავებული იქნება ხარისხიანი და დაზიანებული ყურძნისთვის გასაცემი სუბსიდიის ფასიც. კერძოდ, დაზიანებული ყურძნის შესყიდვა 20%-ით უფრო იაფად მოხდება, ვიდრე ხარისხიანი ყურძნის.
„ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად: კახეთის რეგიონში მოწეული „საფერავის" ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს 1,20 ლარად; არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს 1,00 ლარად, ასევე 1,00 ლარად დაზიანებულ/დაავადებულ ყურძენს", - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით, ათასობით მევენახე-ფერმერს მევენახეობის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაცია ეძლევა, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ზრდისთვის.
2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათას ტონის ფარგლებშია- რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად.
მიმდინარე წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „მოსავლის მართვის კომპანია" 50 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენს შეისყიდის. პარალელურად გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანიებს შეუძლიათ საბრუნავი კაპიტალი 17 მილიონ ლარამდე ოდენობით სუბსიდირებული კრედიტის სახით ისესხონ.
ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. „რთველი 2025"-ის საკოორდინაციო შტაბის მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი გურჯაანი.
მევენახე-ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას 2020 წლიდან ახორციელებდა.
2024 წელს სახელმწიფო სუბსიდია იმ კომპანიებმა მიიღეს, რომლებმაც შეიძინეს და გადაამუშავეს არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის" ჯიშის ყურძენი და შესყიდული ერთი კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ ფერმერს გადაუხდეს არანაკლებ 1 ლარი.
სუბსიდიის ოდენობამ კილოგრამზე 0,2 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ „საფერავის" ჯიშის ყურძენი 1,50 ლარად ჩაიბარა.
ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხვანჭკარის" წარმოებისთვის 1 კგ „ალექსანდროულისა“ და 1 კგ „მუჯურეთულის“ შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებმა 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია მიიღეს.
სუბსიდიის მისაღებად ღვინის კომპანია ვალდებული იყო ფერმერისთვის 1 კგ ყურძენზე არანაკლებ 8 ლარი გადაეხადა და ასევე აღნიშნული ჯიშის მინიმუმ სამი ტონა ყურძენი შეესყიდა.
2024 წელს რთველის ფარგლებში გადამუშავდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის - 320 ათას ტონამდე ყურძენი, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.