ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი და ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა: არიან დაშავებულები

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2025
გამოწერა
შემთხვევა ე.წ. ბასლაინზე მოხდა
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსი და ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი პირი დაშავდა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა დაახლოებით ნახევარის საათის წინ ე.წ. ბასლაინზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველების, მეხანძრე-მაშველებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0