https://sputnik-georgia.com/20250813/bochorishvilma-somxets-azerbaijantan-shetanxmeba-miuloca-294520974.html
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთს აზერბაიჯანთან შეთანხმების მიღწევა მიულოცა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთს აზერბაიჯანთან შეთანხმების მიღწევა მიულოცა
Sputnik საქართველო
ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში. 13.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-13T16:03+0400
2025-08-13T16:03+0400
2025-08-13T16:03+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სომხეთი
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_56fecd9f72431d366ff171f6afe0e99a.jpg
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო დეკლარაციის ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან სატელეფონო საუბრისას.8 აგვისტოს სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ის ლიდერებმა ნიკოლ ფაშინიანმა, ილჰამ ალიევმა და დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ბაქოსა და ერევანს შორის კონფლიქტის მოგვარების შესახებ.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში.სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.როგორც ადრე საქართველოს პრემიერმა განაცხადა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქა იწყება.თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ როგორც ამერიკის ლიდერმა განაცხადა, სომხეთს და აზერბაიჯანს დაევალა სამუდამოდ შეწყვიტონ ყველა სახის საომარი მოქმედებები, დაამყარონ ორმხრივი ვაჭრობა და აღადგინონ დიპლომატიური ურთიერთობები.ამერიკის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკული კომპანიები გეგმავენ მონაწილეობა მიიღონ ორი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, შევიდნენ მათ ბაზრებზე და მზად არიან სხვადასხვა პროექტში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელონ.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_58:0:1197:854_1920x0_80_0_0_8354d8c596fa4ac6051c215f14df6c48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, სომხეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, სომხეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთს აზერბაიჯანთან შეთანხმების მიღწევა მიულოცა
ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო დეკლარაციის ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან სატელეფონო საუბრისას.
8 აგვისტოს სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ის ლიდერებმა ნიკოლ ფაშინიანმა, ილჰამ ალიევმა და დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ბაქოსა და ერევანს შორის კონფლიქტის მოგვარების შესახებ.
„მაკა ბოჭორიშვილმა სომეხ კოლეგას ქვეყნებს შორის ისტორიული შეთანხმების მიღწევა მიულოცა. აღინიშნა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში.
სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
როგორც ადრე საქართველოს პრემიერმა განაცხადა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქა იწყება.
თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ როგორც ამერიკის ლიდერმა განაცხადა, სომხეთს და აზერბაიჯანს დაევალა სამუდამოდ შეწყვიტონ ყველა სახის საომარი მოქმედებები, დაამყარონ ორმხრივი ვაჭრობა და აღადგინონ დიპლომატიური ურთიერთობები.
ამერიკის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკული კომპანიები გეგმავენ მონაწილეობა მიიღონ ორი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, შევიდნენ მათ ბაზრებზე და მზად არიან სხვადასხვა პროექტში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელონ.