https://sputnik-georgia.com/20250813/batumis-portshi-tvirtbrunva-izrdeba-294519353.html
ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა იზრდება
ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა იზრდება
Sputnik საქართველო
ტვირთბრუნვის ზრდა განპირობებული იყო ინდუსტრიაში მოთხოვნის ზრდით, ასევე შიდა ოპერაციული და ინფრასტრუქტურული პროცესების გაუმჯობესებით 13.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-13T15:37+0400
2025-08-13T15:37+0400
2025-08-13T15:37+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პორტები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263812947_0:88:3153:1861_1920x0_80_0_0_43e1614c6b69b64c91eac114e1c0875f.jpg
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ბათუმის პორტში 2025 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, მშრალი ტვირთების გადამუშავების მოცულობა 15%-ით გაიზარდა, იუწყება „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“. ბათუმის პორტი გამოიყენება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირებისთვის. მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ზოგიერთი სასუქის ნაწილი ბათუმის პორტიდან გადაიზიდება. კომპანიის ინფორმაციით, ზრდა განპირობებული იყო ინდუსტრიაში მოთხოვნის ზრდით, ასევე შიდა ოპერაციული და ინფრასტრუქტურული პროცესების გაუმჯობესებით.ბათუმის ნავთობტერმინალს და მის შვილობილ კომპანია „ბათუმის საზღვაო ნავსადგურს“ ნავთობსატრანსპორტო კომპანია „ყაზტრანსოილი“ მართავს.2024 წელს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ტვირთბრუნვა 9% -ით გაიზარდა და 3,6 მლნ ტონა შეადგინა. გასულ წელს პორტმა 1,8 მლნ ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადაამუშავა, რაც 12,5%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. ბორნით გადაზიდულმა ტვირთებმა 1,8 მლნ ტონა შეადგინა, რაც 5,9%-ით მეტია. ამასთან, პორტში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 16,3%-ით შემცირდა და 91,2 ათასი ერთეული შეადგინა.საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი შედარებით მცირე სიღრმეა – ამჟამად ნავსადგურს არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263812947_7:0:2736:2047_1920x0_80_0_0_fb9cc8b5ffb96b46a8a4aae8c983c40a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პორტები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პორტები, ახალი ამბები
ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა იზრდება
ტვირთბრუნვის ზრდა განპირობებული იყო ინდუსტრიაში მოთხოვნის ზრდით, ასევე შიდა ოპერაციული და ინფრასტრუქტურული პროცესების გაუმჯობესებით
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ბათუმის პორტში 2025 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, მშრალი ტვირთების გადამუშავების მოცულობა 15%-ით გაიზარდა, იუწყება „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“.
ბათუმის პორტი გამოიყენება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირებისთვის. მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ზოგიერთი სასუქის ნაწილი ბათუმის პორტიდან გადაიზიდება.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ყველაზე მეტად გაიზარდა ლითონის პროდუქციის გადამუშავების მოცულობა -127,9%-ით, ნაყარი ტვირთების - 90,9%-ით, მარცვლეულის - 72%-ით, ნედლი შაქრის - 56,6%-ით.
კომპანიის ინფორმაციით, ზრდა განპირობებული იყო ინდუსტრიაში მოთხოვნის ზრდით, ასევე შიდა ოპერაციული და ინფრასტრუქტურული პროცესების გაუმჯობესებით.
ბათუმის ნავთობტერმინალს და მის შვილობილ კომპანია „ბათუმის საზღვაო ნავსადგურს“ ნავთობსატრანსპორტო კომპანია „ყაზტრანსოილი“ მართავს.
2024 წელს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ტვირთბრუნვა 9% -ით გაიზარდა და 3,6 მლნ ტონა შეადგინა.
გასულ წელს პორტმა 1,8 მლნ ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადაამუშავა, რაც 12,5%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. ბორნით გადაზიდულმა ტვირთებმა 1,8 მლნ ტონა შეადგინა, რაც 5,9%-ით მეტია. ამასთან, პორტში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 16,3%-ით შემცირდა და 91,2 ათასი ერთეული შეადგინა.
საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი შედარებით მცირე სიღრმეა – ამჟამად ნავსადგურს არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.